1. სანიტარიული წესები განკუთვნილია სტომატოლოგიური პოლიკლინიკების მთავარი ექიმებისათვის, სტომატოლოგიური განყოფილებების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების გამგეებისათვის, ექიმ-სტომატოლოგებისა და კბილის ტექნიკებისათვის, არქიტექტორების, ინჟინრებისა და სხვა სპეციალისტებისათვის, რომლებიც დაკავებულნი არიან სტომატოლოგიური სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების პროექტირების, რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის საკითხებით, აგრეთვე სანიტარიული ექიმებისათვის, რომლებიც ახორციელებენ სტომატოლოგიური დაწესებულებების სანიტარიული მდგომარეობის კონტროლს.
2. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების რეკონსტრუქცია, აგრეთვე პროექტირება და მშენებლობა უნდა ხორციელდებოდეს საპროექტო დავალებით, წინამდებარე სანიტარიული წესების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
3. ახალაშენებული და რეკონსტრუირებული სტომატოლოგიური ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება ხორციელდება დადგენილი წესით სტომატოლოგიური პროფილის, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის და აგრეთვე, სხვა კომპეტენტური ორგანიზაციების სპეციალისტებით დაკომპლექტებული საექსპლუატაციოდ მიმღები კომისიის მიერ.
4. სტომატოლოგიურ პოლიკლინიკებში, განყოფილებებში, კაბინეტებში და კბილის სატექნიკო ლაბირატორიებში რენტგენის და ფიზიოთერაპიული კაბინეტების, ავტოკლავების, ადმინისტრაციული და საყოფაცხოვრებო სათავსების, ელექტრომოწყობილობისა და ელექტროგაყვანილობის მოწყობა და ექსპლუატაცია უნდა პასუხობდეს მოქმედ წესებს და ინსტრუქციებს უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის დაცვის და სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისი წესების დაცვით.
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 2
თავი II — ზოგადი დებულებანი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-2/