1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უნდა განთავსდეს ცალკე მდგომ ტიპურ შენობებში, ან გამონაკლისის სახით შენობებში ჩაშენებულ სპეციალურ სათავსებში იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება წინამდებარე წესების მოთხოვნები.
2. რენტგენოსტომატოლოგიური გამოკვლევების რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს დოკუმენტის „ჰიგიენური მოთხოვნები რენტგენის კაბინეტების, აპარატების მოწყობის, ექსპლუატაციისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისადმი“ სანწდან 2. 6. 1. 004-02 მიხედვით.
3. სტომატოლოგიური განყოფილებები და კაბინეტები შეიძლება მოწყობილ იქნეს აგრეთვე ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებში, სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, სადაც არსებობს სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენის საჭიროება.
4. შენობის სარდაფებში დასაშვებია მხოლოდ პერსონალისთვის განკუთვნილი სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო სათავსების განთავსება (საგარდერობოები, საშხაპეები, საწყობები და ა. შ. ), რომლებსაც აქვს ბუნებრივი განათება მიწისპირა ფანჯრებიდან, აგრეთვე ხელოვნური განათების მქონე საკომპრესორო დანადგარები და სავენტილაციო კამერები.
5. პოლიკლინიკის ბავშვთა განყოფილებას უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი, გარდერობი, მოსაცდელი, სანკვანძი და არ უნდა უკავშირდებოდეს მოზრდილთა განყოფილებას.
6. სტომატოლოგიური პოლიკლინიკის კაბინეტებისათვის (თერაპიული, ქირურგიული, ორთოპედიული, ბავშვთა, ორთოდონტული) ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე განსაზღვრულია 14მ2 და ყოველ დამატებით სავარძელზე 7მ2 ფართობი. დამატებით სავარძელთან უნივერსალური სტომატოლოგიური დანადგარის არსებობისას, ამ სავარძელზე განსაზღვრული ფართობი იზრდება 10მ2-მდე. კაბინეტების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3მ, ხოლო სიღრმე ცალმხრივი ბუნებრივი განათებისას არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს.
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 5
თავი III — მოთხოვნები სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების განლაგებისა და მოწყობისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 26. სტომატოლოგიური კაბინეტი
- მუხლი 4
- მუხლი 4. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებანი
- მუხლი 26. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის სხდომები და სხდომებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
- მუხლი 24. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის კონტროლი თავისი ორგანოების საქმიანობისადმი
- მუხლი 2. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002. გამოქვეყნება: სსმ, 113, 18/11/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-5/