2. თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიურ კაბინეტებში უნდა განთავსდეს არა უმეტეს სამი, ხოლო ქირურგიულში – არა უმეტეს ორი სავარძლისა, ექიმების სამუშაო ადგილების 1,5 მ სიმაღლის გაუმჭვირვალე ტიხრებით აუცილებელი გაყოფის გათვალისწინებით.
3. ცალმხრივი ბუნებრივი განათების მქონე კაბინეტებში სტომატოლოგიური სავარძლები უნდა განთავსდეს ერთ რიგში, ფანჯრის მქონე კედლის გასწვრივ.
4. ამალგამასა და პოლიმერულ მასალასთან მუშაობისათვის თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებში უნდა იყოს გამწოვი კარადა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) კარადის ღია სამუშაო ხვრელში (30X60სმ ზომის) ავტონომიური მექანიკური წევა უნდა უზრუნველყოფდეს ჰაერის მოძრაობის სიჩქარეს არანაკლებ 0,7მ/წმ;
ბ) ჰაერის გატანა უნდა ხდებოდეს კარადის ყველა ზონიდან;
გ) კარადის შიდა ზედაპირი უნდა იყოს ვერცხლისწყალშეუღწევადი;
დ) კარადის იატაკს უნდა ჰქონდეს დაქანება 1-2სმ ყოველ სიგრძივ მეტრზე ღარისაკენ, რომელიც შეერთებული უნდა იყოს ვერცხლისწყლის დაღვრილი წვეთების შესაგროვებელ ჭურჭელთან;
ე) კარადაში ჩამონტაჟებული უნდა იყოს წყალგაყვანილობის ნიჟარა ვერცხლისწყლის დამჭერით;
ვ) კარადის შიგნით უნდა დაიდგას პატარა კარადა ამალგამის, ვერცხლისწყლის, ამალგამის მოსამზადებელი ჭურჭლის, აგრეთვე სადემერკურიზაციო საშუალებების სადღეღამისო მარაგის შესანახად.
5. ამალგამის ამრევი, რომელიც გამორიცხავს ხელის ოპერაციებს ვერცხლისწყლის ამალგამის მომზადებისას, მუდმივად გამწოვ კარადაში უნდა იმყოფებოდეს.
6. სათავსებში, სადაც წარმოებს ამალგამასთან მუშაობა, მთელ სამუშაო ავეჯს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 20სმ სიმაღლის ფეხები, ხარისხიანი დალაგების უზრუნველსაყოფად და დემერკურიზაციის გასაადვილებლად.
7. ვერცხლისწყალთან სამუშაო მაგიდები უნდა იყოს ვერცხლისწყალშეუღწევადი მასალით (ვინიპლასტი, ლინოლეუმი და ა. შ.) მოპირკეთებული და ჰქონდეს ამაღლებული კიდეები ვერცხლისწყლის წვეთების იატაკზე ჩამოგორების თავიდან ასაცილებლად; მაგიდების სამუშაო ზედაპირის ქვეშ არ უნდა იყოს უჯრები.
8. ძირითადად სათავსში კბილის ტექნიკის სამუშაო ადგილს უნდა ჰქონდეს:
ა) კბილის სატექნიკო, არანაკლებ 1,0X0,7მ ზომის, სპეციალური მაგიდა;
ბ) ელექტროსახეხი მანქანა მტვრის ადგილობრივი გამწოვით;
გ) გაზგაყვანილობა (დასაშვებია უსაფრთხო სპირტის სანთურები და ელექტროგამაცხელებელი ხელსაწყოები)
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 7. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების აღჭურვა სამედიცინო მოწყობილობით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს
თავი V — მოთხოვნები სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების მოწყობისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ
- მუხლი 2. 1. სანიტარიული წესები განკუთვნილია სტომატოლოგიური პოლიკლინიკების მთავარი ექიმებისათვის, სტომატოლოგიური განყოფილებების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების გამგეებისათვის, ექიმ-სტომატოლოგებისა და კბილის
- მუხლი 3. 1. პასუხისმგებლობა სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმისა და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვისათვის ეკისრება დაწესებულების მთავარ ექიმს და სტომატოლოგიური განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექ
- მუხლი 5. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უნდა განთავსდეს ცალკე მდგომ ტიპურ შენობებში, ან გამონაკლისის სახით შენობებში ჩაშენებულ სპეციალურ სათავსებში
- მუხლი 6. 1. სტომატოლოგიური კაბინეტების კედლები უნდა იყოს გლუვი, ხვრელების გარეშე, ყველა კუთხე და კედლების, ჭერისა და იატაკის შეერთების ადგილი უნდა იყოს მომრგვალებული, კარნიზებისა და მორთულობის გარეშე
- მუხლი 8. 1. სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილი უნდა იქნეს შეკუმშული ჰაერის, ვაკუუმის, ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემით
- მუხლი 10. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სასწრაფო და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტების ნაკრ
- მუხლი 11. 1. მუდმივ სამუშაო ადგილზე, სადაც ექიმი ან კბილის ტექნიკოსი სამუშაო დროის 50%-ზე მეტი დაყოვნებით ან ორ საათზე მეტი ხნით იმყოფება (სტომატოლოგიური კაბინეტები, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ძირითადი სათ
- მუხლი 12. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სადაც გათვალისწინებულია წყლით გათბობის სისტემები, ცენტრალური გათბობის სისტემის თბომატარებელი უნდა იყოს +950C ტემპერატურის წყალი. გათბობის სისტემის პროექტირე
- მუხლი 13. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სტომატოლოგიურ განყოფილებებში, კაბინეტებსა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია. საოპერა
- მუხლი 14. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 7, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-7/