2. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტებისა და სასტერილიზაციოს კედლები მოპირკეთდება არანაკლებ 1,8 მ სიმაღლეზე, ხოლო საოპერაციო – მთელ სიმაღლეზე მოჭიქული ფილებით. ძელს ზემოთ წარმოებს შეღებვა ზეთის ან წყალემულსიური საღებავებით.
3. ორთოპედიული სტომატოლოგიის კაბინეტებისა და კბილის საპროთეზო ლაბორატორიების ძირითადი სათავსების კედლები კარის სიმაღლეზე იღებება ალკიდსტიროლური, პოლივილაცეტატური, ზეთოვანი საღებავებით ან ნიტროემალით. ძელის ზემოთ ღებავენ სილიკატური ან წებოვანი საღებავებით. სტომატოლოგიური კაბინეტებისა (საოპერაციო, წინასაოპერაციო, სასტერილიზაციო) და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების ჭერი თეთრად იღებება წყალ-ემულსიური, ზეთის ან სილიკატური წებოვანი საღებავებით.
4. კბილის სატექნიკო ლაბორატორიის სპეციალურ და საწარმოო სათავსებში კედლები კარის სიმაღლეზე უნდა მოპირკეთდეს მოჭიქული ფილებით. ძელს ზემოთ უნდა შეიღებოს სილიკატური ან წებოვანი საღებავებით.
5. იატაკი სტომატოლოგიურ კაბინეტებში უნდა დაიფაროს რულონის პოლივინილქლორიდული მასალით (ვინიპლასტი, ლინოლეუმი) და არ უნდა ჰქონდეს ხვრელები, რისთვისაც ყველა ნაკერი შედუღდება სპეციალური სანთურის ან მაღალი სიხშირის შედუღების მეშვეობით. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტებსა და საოპერაციოებში დასაშვებია კერამიკული ფილების დაგება.
6. იატაკი კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში უნდა იყოს:
ა) ძირითადში – რულონის პოლივინილქლორიდული მასალის (ლინოლეუმი);
ბ) სპეციალურში – კერამიკული ფილები.
7. სამკურნალო კაბინეტებში კედლებისა და იატაკის ზედაპირების ფერი უნდა იყოს ღია ტონების, არანაკლებ 40% არეკვლის კოეფიციენტის მქონე (სალათისფერი, ოხრა). სასურველია გამოყენებული იყოს ნეიტრალური ბაცი-რუხი ფერი, რომელიც არ უშლის ხელს ლორწოვანი გარსის, კანის საფარის, სისხლის, კბილების (ბუნებრივის და ხელოვნურის), დასაბჟენი და კბილის საპროთეზო მასალის შეფერილობის სწორ გარჩევას.
8. კარ-ფანჯრები ყველა სათავსში იღებება თეთრად ემალით ან ზეთის საღებავით. კარ-ფანჯრების ფურნიტურა უნდა იყოს გლუვი, ექვემდებარებოდეს იოლად წმენდას.
9. თერაპიული სტომატოლოგიის კაბინეტების მოპირკეთებას ამალგამის ბჟენების გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით აქვს მთელი რიგი თავისებურებები:
ა) კაბინეტების კედლები და ჭერი (აგურის) უნდა შეილესოს ან ამოიგლისოს (პანელის) შესალეს ხსნარში გოგირდის 5%-იანი ფხვნილის დამატებით ვერცხლისწყლის სორბირებული ორთქლის შესაბოჭად მყარი ნივთიერებების (გოგირდოვანი ვერცხლისწყალი) წარმოქმნით, რომელიც არ განიცდის დესორბციას, და შეიღებოს წყალემულსიური და ზეთის საღებავით;
ბ) ლინოლეუმის ქვეშ იატაკი დაცული უნდა იყოს ვერცხლისწყლის შეღწევისაგან „ვერცხლისწყალთან, მის ნაერთებთან და ვერცხლისწყალით შევსებულ ხელსაწყოებთან სამუშაოს ჩასატარებელი საწარმოო სათავსების პროექტირების, მოწყობის, ექსპლუატაციის და მოვლა-შენახვის სანიტარიული წესების“ №780-69 მოთხოვნათა და დანართი 4-ის შესაბამისად. იატაკად საფარის ქვეშ არ უნდა გამოიყენებოდეს მშრალი ბათქაშის ფილები, ორგალიტი, დაუცველი ხე და სხვა ფოროვანი მასალა;
გ) პლასტიკური ფილების გამოყენება რულონის მასალის ნაცვლად დაუშვებელია;
დ) იატაკის ლინოლეუმის საფარი კედელზე უნდა ამოვიდეს 5-10სმ სიმაღლეზე და ამოიქოლოს; პლინტუსები უნდა იყოს შიდა (ლინოლეუმის ქვეშ).
თავი V
მოთხოვნები სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსების მოწყობისადმ
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 6. 1. სტომატოლოგიური კაბინეტების კედლები უნდა იყოს გლუვი, ხვრელების გარეშე, ყველა კუთხე და კედლების, ჭერისა და იატაკის შეერთების ადგილი უნდა იყოს მომრგვალებული, კარნიზებისა და მორთულობის გარეშე
თავი IV — მოთხოვნები სათავსების შიდა მოპირკეთებისადმი
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 40%
- განაკვეთი 5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. წინამდებარე სანიტარიული წესები და ნორმები შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად და ადგენს მოთხოვნებს სტომატოლოგიური პროფილის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ
- მუხლი 2. 1. სანიტარიული წესები განკუთვნილია სტომატოლოგიური პოლიკლინიკების მთავარი ექიმებისათვის, სტომატოლოგიური განყოფილებების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების გამგეებისათვის, ექიმ-სტომატოლოგებისა და კბილის
- მუხლი 3. 1. პასუხისმგებლობა სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმისა და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნათა დაცვისათვის ეკისრება დაწესებულების მთავარ ექიმს და სტომატოლოგიური განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექ
- მუხლი 5. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უნდა განთავსდეს ცალკე მდგომ ტიპურ შენობებში, ან გამონაკლისის სახით შენობებში ჩაშენებულ სპეციალურ სათავსებში
- მუხლი 7. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების აღჭურვა სამედიცინო მოწყობილობით უნდა შეესაბამებოდეს მოქმედი სამედიცინო სტანდარტების მოთხოვნებს
- მუხლი 8. 1. სტომატოლოგიური კაბინეტები აღჭურვილი უნდა იქნეს შეკუმშული ჰაერის, ვაკუუმის, ჟანგბადის მიწოდების ცენტრალიზებული სისტემით
- მუხლი 10. სტომატოლოგიური პოლიკლინიკები, განყოფილებები, კაბინეტები და კბილის სატექნიკო ლაბორატორიები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სასწრაფო და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო მედიკამენტების ნაკრ
- მუხლი 11. 1. მუდმივ სამუშაო ადგილზე, სადაც ექიმი ან კბილის ტექნიკოსი სამუშაო დროის 50%-ზე მეტი დაყოვნებით ან ორ საათზე მეტი ხნით იმყოფება (სტომატოლოგიური კაბინეტები, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ძირითადი სათ
- მუხლი 12. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სადაც გათვალისწინებულია წყლით გათბობის სისტემები, ცენტრალური გათბობის სისტემის თბომატარებელი უნდა იყოს +950C ტემპერატურის წყალი. გათბობის სისტემის პროექტირე
- მუხლი 13. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების შენობებში, სტომატოლოგიურ განყოფილებებში, კაბინეტებსა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სათავსებში გათვალისწინებული უნდა იყოს ზოგადი შემწოვ-გამწოვი ვენტილაცია. საოპერა
- მუხლი 14. 1. სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების, კბილის სატექნიკო ლაბორატორიების ყველა სათავსს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-6/