2. აღნიშნული პრეპარატების სამუშაო ხსნარებს, როგორც წესი, ამზადებს სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი. ხსნარებს ან ტევადობებს ათავსებენ სტომატოლოგიურ კაბინეტებში.
3. ეთილის სპირტით ან ქლორჰექსიდინის პრეპარატებით ხელების გაუსნებოვნების დროს პრეპარატს ისვამენ მტევნების ხელისგულების ზედაპირზე 5-8 მლ-ის რაოდენობით და შეიზელენ კანში 2 წუთის განმავლობაში.
4. ქლორამინის ხსნარით ხელების დამუშავებას ატარებენ 3 ლ ხსნარის ჭურჭელში 2 წუთის განმავლობაში ხელების ჩაყურსვით და შემდგომი ჩამობანით. აღნიშნული ხსნარი გამოსადეგია ხელის 10-ჯერ დამუშავებისათვის.
5. სამუშაო დღის შემდეგ, რომლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ხელების კონტაქტს ქლორიან პრეპარატებთან, კანს ამუშავებენ ბამბის ტამპონით, რომელიც დასველებულია ნატრიუმის ჰიპოსულფიტის 1%-იანი ხსნარით, ნარჩენი ქლორის გასანეიტრალებლად.
6. ამალგამასთან მუშაობისას, ჯანმრთელობისათვის საშიში ვერცხლისწყლით სათავსების დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მკაცრი დაცვა შემდეგი ღონისძიებებისა:
ა) ვერცხლის ამალგამის დამზადება უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამწოვ კარადაში;
ბ) მზა ამალგამა უნდა ინახებოდეს გამწოვ კარადაში ფართოყელიან შუშის ან ფაიფურის მილესილსაცობიან ჭურჭელში წყლის თანაობისას. ამავე ჭურჭელში წარმოებს ნარჩენი ვერცხლის გადაწურვა და კბილის დაბჟენისას წარმოქმნილი ზედმეტი ამალგამას მოგროვება;
გ) კბილის დაბჟენისას ზედმეტი ამალგამას მოგროვება საჭიროა წყლიან თასში, ისე რომ არ დაუშვათ მისი მიმოფანტვა სამუშაო ადგილის გარშემო;
დ) ვერცხლისწყლის ნარჩენებისაგან ჭურჭლის გაწმენდისას საჭიროა მისი დამუშავება ქრომოვანი ნარევით, სუფთა წყლით გამოვლება და შემდგომ გავლება იოდის 2,5%-იანი ხსნარით ან კალიუმ იოდის 30%-იანი ხსნარით;
ე) შემთხვევით დაღვრილი ვერცხლისწყალი უნდა შეგროვდეს რეზინის მსხლით, ხოლო წვეთები – წვრილი სპილენძის მავთულის ფუნჯით და მოთავსდეს კარადაში წყლიან ჭურჭელში; უნდა ჩატარდეს ვერცხლისწყლით დაბინძურებული ზედაპირის დემერკურიზაცია ქლორიანი რკინის 20%-იანი ხსნარის საშუალებით ან კალიუმპერმანგანატის შემჟავებული ხსნარით (1ლ კალიუმპერმანგანატის 0,2% უმატებენ 5მლ კონცენტრირებულ მარილმჟავას);
ვ) სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია ხელის დაბინძურებასთან ამალგამით (აგრეთვე ნერწყვით, ნახველით, ჭრილობებიდან გამონადენით, საფურთხებელი ჯამების შეგროვებასთან და გატანასთან, ხელის კანის გამაღიზიანებელ ქიმიურ საშუალებებთან, სათავსის დალაგებასთან) აუცილებელია პერსონალმა ხელი დაიცვას რეზინის ხელთათმანებით. სამუშაოს ჩატარების შემდეგ ხელთათმანები ირეცხება და მუშავდება;
ზ) პერსონალი, რომელიც დაკავებულია ამალგამას დამზადებით და გამოყენებით, სარგებლობს ქირურგიული ხალათით ჯიბეების გარეშე;
თ) სათავსში, სადაც წარმოებს მუშაობა ვერცხლისწყალთან, იკრძალება საკვების მიღება;
ი) პერსონალის სპეცტანსაცმელი უნდა ინახებოდეს სხვა ტანსაცმლისაგან განცალკევებით;
კ) ვერცხლისწყლით დაბინძურებული სპეცტანსაცმლის მექანიზებული რეცხვა წარმოებს 7 დღეში ერთხელ სამრეცხაოებში, მეთოდით, რომელიც რეკომენდებულია „ვერცხლისწყალთან, მის შენაერთებთან და ვერცხლისწყლიან ხელსაწყოებთან მომუშავე დაწესებულებების სათავსების პროექტირების, აღჭურვილობის, ექსპლუატაციის და შენახვის სანიტარიული წესებით” №780-69; კატეგორიულად იკრძალება დაბინძურებული თეთრეულის წაღება გასარეცხად სახლში ან ქალაქის სამრეცხაოებში;
ლ) სათავსებში, სადაც მუშაობენ ამალგამასთან, ორ კვირაში ერთხელ უნდა ჩატარდეს ჰაერის თვისობრივი ანალიზი მასში ვერცხლისწყლის ორთქლის შემცველობაზე ინდიკატორული ქაღალდების მეშვეობით, რომლებსაც ათავსებენ სამუშაო ზონაში სუნთქვის დონეზე და ვერცხლისწყლის ორთქლის შესაძლებელი გამოყოფის ადგილებში;
მ) დემერკურიზატორების ხსნარების და ინდიკატორული ქაღალდების დამზადება, დემერკურიზატორული სამუშაოების ჩატარება, ვერცხლისწყლის დასაშვები კონცენტრაციის მომატებისას სათავსის ჰაერში (0,01მგ/გ3) წარმოებს დანართი 1-ის შესაბამისად;
ნ) პერსონალმა, რომელსაც კონტაქტი აქვს ამალგამასთან, პერიოდულად უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება დადგენილი წესით