2. სტომატოლოგიური კაბინეტების ფართი ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე უნდა შეადგენდეს 18მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე 7მ2-ს. დამატებით სავარძელთან უნივერსალური სტომატოლოგიური დანადგარის არსებობისას ამ სავარძელზე განსაზღვრული ფართობი იზრდება 10მ2-მდე. კაბინეტის სათავსის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 3 მ-ისა, ხოლო სიღრმე ცალმხრივი ბუნებრივი განათებისას არ უნდა აღემატებოდეს 6 მ-ს.
3. სამედიცინო დაწესებულებების (ზოგადი პროფილის პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, სანატორიუმები და სხვ. ) გარდა სხვა შენობებში ან დაწესებულებებში განთავსებულ ნებისმიერ მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიურ კაბინეტს (თერაპიულს) უნდა ჰქონდეს სხვა დამატებითი სათავსებიც: ჰოლი – მოსაცდელი – 6მ2, სასტერილიზაციო – 8მ2, სანიტარიული კვანძი, არასტერილური და სტერილური მასალის შესანახი სათავსები ცალ-ცალკე. ხოლო ქირურგიულ კაბინეტს, ზემოთ აღნიშნული სათავსების გარდა, უნდა ჰქონდეს ასევე დამატებითი წინასაოპერაციო (10 მ2) და პოსტოპერაციული სათავსები ავადმყოფებისათვის (2 ტახტით) – 12 მ2 ფართობით. თუ ერთ სავარძელზე მომუშავე ექიმის სამუშაო დროის განაკვეთი აღემატება 5 სთ-ს, სტომატოლოგიურ კაბინეტს ცალკე უნდა ჰქონდეს ასევე საკვების მისაღები სათავსიც პერსონალისათვის.
4. ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებული მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების დამხმარე სათავსების ნაკრები და მათი ფართობი განისაზღვრება წინამდებარე დოკუმენტის IV თავის მოთ-ხოვნებით.
5. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიურ კაბინეტებში რენტგენის კაბინეტების მოწყობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებას აქვს მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მუშაობის სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) და ასევე აკმაყოფილებს დოკუმენტის „ჰიგიენური მოთხოვნები რენტგენის კაბინეტების, აპარატების მოწყობის, ექსპლუატაციისა და რენტგენოლოგიური გამოკვლევების ჩატარებისადმი” 2. 6. 1. 004-02 მოთხოვნებს.
6. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების ძირითადი და დამატებითი სათავსები იზოლირებული უნდა იქნეს სხვა დანიშნულების სათავსებისაგან, ანუ უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელ-გასასვლელი.
7. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების ფანჯრების ორიენტაცია დასავლეთის ან აღმოსავლეთის მიმართულებით დაუშვებელია. რეკომენდებულია ზაფხულში ფანჯრების დაჩრდილვა ტენტების, ჟალუზების, მხვიარა მცენარეების და სხვ. საშუალებით, იმ პირობით, რომ ძირითად სათავსში შენარჩუნებულ იქნეს ბუნებრივი განათებულობის სათანადო კოეფიციენტი: 1:7. თუ კაბინეტში შემოსული მზის პირდაპირი და ცის კამარის გაბნეული განათებულობა იჩრდილება მოპირდაპირე შენობების მხრიდან, სათავსების ნორმალური განათებულობის უზრუნველსაყოფად თერაპიულ კაბინეტში განათებულობის კოეფიციენტი უნდა გაიზარდოს 1:6-მდე, ხოლო ქირურგიულ კაბინეტში კი – 1:5-მდე.
8. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების შიდა მოპირკეთების, სათავსების მოწყობა-განლაგების, მიკროკლიმატისა და გათბობა-ვენტილაციის, სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო რეჟიმისა და დალაგება-დასუფთავებისადმი მოთხოვნები განისაზღვრება დოკუმენტის IV, V, VI, VII, VIII და IX თავებში გადმოცემული მოთხოვნებით.
თავი XI
იატაკის კონსტრუქციებისათვის ვერცხლისწყალგაუმტარობის მინიჭების მეთოდები
დანართი