2. თერაპიული სტომატოლოგიის კაბინეტებში ამალგამასთან მუშაობისას საჭიროა თვეში ერთხელ განსაკუთრებული დალაგების ჩატარება; ეს მდგომარეობს შემდეგში: მთელი სათავსი, ავეჯი და აღჭურვილობა, განსაკუთრებით ექიმების სამუშაო ადგილებზე სავარძელთან და ამწოვ კარადასთან ახლოს, უნდა დამუშავდეს კალიუმის პერმანგანატის შემჟავებულ ხსნარში დასველებული ჩვრით ან მოხდეს ამ ხსნარის შეშხურება (პულვერიზაცია). 1 სთ-ის შემდეგ ყველაფერი კარგად უნდა გამშრალდეს, გამოყენებული მასალა კი გატანილ იქნეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ნაგავშემკრებში. ასეთი დალაგებისათვის საჭირო მთელი ინვენტარი უნდა იყოს იზოლირებული, არ გამოიყენებოდეს სხვა სათავსებისათვის და ინახებოდეს ამწოვი კარადის ქვედა განყოფილებებში.
3. ამალგამით დაბინძურებული ხონჩები და საფურთხებლები მექანიკური გაწმენდის შემდეგ უნდა დამუშავდეს კალიუმის პერმანგანატის შემჟავებული ხსნარით, 1,5-2,0 სთ-ის შემდეგ კარგად გამშრალდეს და დაბინძურებული მასალა გატანილ იქნეს სათავსიდან ნაგავშემკრებში.
4. სპეციალური სიფონის არარსებობის შემთხვევაში ვერცხლისწყლის შემცველი წყლის ჩაშვება კანალიზაციაში აკრძალულია. სიფონის გაწმენდა ვერცხლისწყლისაგან უნდა ჩატარდეს 3-4 თვეში ერთხელ.
5. სტომატოლოგიური კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიის სათავსების დალაგებას ატარებენ სველი წესით დეზინფექტანტების გამოყენებით (დანართი 5) არანაკლებ დღეში 2-ჯერ.
6. ქირურგიული სტომატოლოგიის კაბინეტების გენერალური დალაგება ტარდება დეზინფექტანტების (კომპლექსი 6%-იანი წყალბადის ზეჟანგი და 0,5%-იანი სარეცხი საშუალება) გამოყენებით კვირაში ერთხელ. დეზინფექციის შემდეგ სათავსებს ასხივებენ ბაქტერიოციდული ნათურებით. დანარჩენი სტომატოლოგიური კაბინეტის გენერალურ დალაგებას ატარებენ თვეში ერთხელ.
თავი X
ჰიგიენური მოთხოვნები მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტებისადმ
სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.11.2002
მუხლი 21. 1. სადეზინფექციო საშუალებებთან მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების ტექნიკისა და საწარმოო სანიტარიის მოთხოვნების მკაცრი დაცვა
თავი IX — სტომატოლოგიური პოლიკლინიკების სათავსების, განყოფილებების, კაბინეტებისა და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების სანიტარიულ-ეპიდემიასაწინააღმდეგო რეჟიმი და დალაგება-დასუფთავება
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 6%
- განაკვეთი 0,5%
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. 1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია დროულად მოამარაგოს სტომატოლოგიური პოლიკლინიკების, განყოფილებების, კაბინეტების და კბილის სატექნიკო ლაბორატორიების მუშაკები ხელის საპნით ან თხევადი საპნით, ხელი
- მუხლი 16. 1. მაღალსიხშირიანი ბრუნის მქონე ბორმანქანით ან ტურბინებით კარიესული ღრუს დამუშავების და კბილების გაქლიბვის დროს რეკომენდებულია ექიმის და დამხმარის სასუნთქი ორგანოების დაცვა ოთხმაგი სტერილური დოლბანდის
- მუხლი 17. 1. მუშაობის პროცესში ხელის კანის ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად საჭიროა:
- მუხლი 18. 1. ინფექციის გადაცემის შესაძლებლობის აღსაკვეთად საჭიროა ჩირქოვანი ოპერაციების ჩატარების შემდეგ ან იმ ავადმყოფის მკურნალობის შემდეგ, რომლის ანამნეზში აღნიშნულია B ჰეპატიტი ან მისი ანტიგენის HB2 ტარება
- მუხლი 19. 1. ექიმ-სტომატოლოგებმა და კბილის ტექნიკოსებმა უნდა გაიარონ აუცილებელი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა სამსახურში მიღებისას და შემდგომ დადგენილი წესის მიხედვით
- მუხლი 20. 1. უნდა ჩატარდეს გამოყენებული სტომატოლოგიური აღჭურვილობის და ხელსაწყოების წინა სასტერილიზაციო წმენდა ცილების, ცხიმოვანი და მექანიკური დაბინძურებისაგან და სამკურნალო პრეპარატებისაგან
- მუხლი 22. 1. მცირე სიმძლავრის სტომატოლოგიური კაბინეტების განთავსება დასაშვებია ცალკე მდგომ შენობებში, ჩაშენებულ სათავსებში, საცხოვრებელ სახლებში, ზოგადი პროფილის პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, სანატორიუმებში,
- მუხლი 23. 1. ბეტონებისა და ქვიშა-ცემენტის ხსნარების ვერცხლისწყალგაუმტარობა მიიღწევა შემდეგი გზით:
- მუხლი 24. 1. ამწოვ კარადაში მინის ჭურჭელში ასხამენ თანაბარი მოცულობის კალიუმის იოდიდის და შაბიამნის 10%-იან ხსნარებს. 1 დღე-ღამის შემდეგ ზედა თხევად ფენას გადმოასხამენ, ხოლო ნალექს ფილტრავენ ბიუხნერის ძაბრში გა
- მუხლი 25. 1ლ 20%-ით ქლორიანი კირის ხსნარის მისაღებად 200გ წყლიან ქლორიან რკინას სიცივეში ხსნიან 800მლ წყალში (გათბობას ერიდებიან ჰიდროლიზის გაზრდის თავიდან ასაცილებლად). გახსნას აწარმოებენ შუშის ჭურჭელში. გახსნ
- მუხლი 26. 1. ბენზიდინის სინჯი შეიძლება შესრულდეს ორ მოდიფიკაციაში:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტომატოლოგიური პროფილის ამბოლატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებებისათვის სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №309/ნ, 05.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.558 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54670/muxli-21/