2. მიზანშეწონილი და რაციონალურია სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და ნაკეთობების წინასასტერილიზაციო გაწმენდა და სტერილიზაციის ჩატარება ცენტრალიზებულ სასტერილიზაციო განყოფილებებში.
3. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დასუფთავება ხორციელდება ხელით ან მექანიზირებულად სპეციალური დანადგარის საშუალებით, სარეცხი ხსნარების გამოყენებით, რომელთა დამზადება მოყვანილია დანართ 6-ში.
4. წინასასტერილიზაციო ხელით დამუშავება ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ყოველი ინსტრუმენტი წინასწარ გაივლება გამდინარე წყლით ცალკეულ ავზში 30 წამის განმავლობაში;
ბ) ინსტრუმენტები თავსდება ცხელი სარეცხი ხსნარით (+500C) სავსე ავზში 15 წუთით. ხსნარი შედგება წყალბადის ზეჟანგის 0,5%-იანი ხსნარისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართული რომელიმე სარეცხი საშუალების 0,5% ხსნარისაგან;
გ) ინსტრუმენტებს რეცხავენ ამავე ხსნარში ბამბის ან დოლბანდის ტამპონებით ან ჯაგრისით 30 წამის განმავლობაში;
დ) ივლება წყალსადენის გამდინარე წყალში, გაანგარიშებით 200მლ წყალი თითოეულ ხელსაწყოზე და შემდგომ დისტილირებული წყლით 30 წამის განმავლობაში (სარეცხი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში გავლების დრო უტოლდება ერთ წუთს);
ე) აშრობენ სტერილიზატორში ცხელი ჰაერით (80-850C), სინოტივის სრულ გაქრობამდე.
5. მექანიზებული წინასასტერილიზაციო დასუფთავება უნდა ჩატარდეს აპარატურებისა და დანადგარების საშუალებით ნაკადოვანი მეთოდით, ულტრაბგერით ან გაფხეკით, სარეცხი საშუალებების გამოყენებით. მექანიზებული წმენდის მეთოდიკა უნდა შეესაბამებოდეს ექსპლუატაციის ინსტრუქციას, რომელიც თან ერთვის დანადგარებს.
6. სისხლით დაბინძურებული ინსტრუმენტების დამუშავების შემდეგ სარეცხი ხსნარი უნდა შეიცვალოს ახლით.
7. სტომატოლოგიური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ჩირქოვანი ოპერაციების და ინფექციური ავადმყოფების მკურნალობის დროს, წინა სასტერილიზაციო დასუფთავებამდე აუცილებლად უნდა გაუსნებოვდეს 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარის რომელიმე ნებადართულ სარეცხ საშუალებასთან ნარევით 500C-ზე 30 წუთის განმავლობაში ან „სამმაგი ხსნარით” 45 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც სრულდება წინასასტერილიზაციო დამუშავების ზემოაღნიშნული ეტაპები.
8. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების და ნაკეთობების წინასასტერილიზაციო დამუშავების ხარისხის კონტროლი უნდა ჩატარდეს მეთოდებით, რომლებიც რეკომენდებულია „სამედიცინო დანიშნულების ხელსაწყოების წინასასტერილიზაციო დასუფთავების მეთოდურ მითითებებში. №28-6/13 8. 06. 82წ. ”.
9. კონტროლს უქვემდებარებენ ერთდროულად დამუშავებული ინსტრუმენტების 1%-ს (ერთი დასახელების არანაკლები 3-5 ნაკეთობა).
10. ინსტრუმენტების წინასასტერილიზაციო დამუშავების ხარისხს ამოწმებენ ბენზიდინის, ამიდოპირინის ან ორთოტოლიტინის სინჯების დადგენის და სარეცხი საშუალებების ტუტოვანი კომპონენტების ნარჩენი რაოდენობის ფენოლფტალეინით განსაზღვრის გზით (დანართი 7).
11. ინსტრუმენტები ან ნაკეთობები, რომლებმაც გამოავლინეს დადებითი სინჯი სისხლზე, მუშავდება განმეორებით, ხოლო ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავენ სარეცხი საშუალებების ნარჩენ რაოდენობას – განმეორებით ირეცხება გამდინარე წყლით.
12. ყველა ნაკეთობა (ინსტრუმენტები, გადასახვევი მასალა, ჭურჭელი და სხვა), რომელიც ეხება ჭრილობის ზედაპირს, კონტაქტშია სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ლორწოვან გარსთან და რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს მისი დაზიანება, უნდა დაექვემდებაროს სტერილიზაციას მე-8 დანართში აღწერილი ერთ-ერთი მეთოდით.
13. სტომატოლოგიური ინსტრუმენტების სტერილურობის კონტროლს აწარმოებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, წელიწადში ორჯერ ან სამკურნალო დაწესებულებების ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები, თვეში ერთხელ „ინსტრუქცია სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში (ქირურგიული პროფილის განყოფილებებში, პალატებში, რეანიმაციის და ინტენსიური ტერაპიის განყოფილებებში) სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების კომპლექსის ბაქტერიულოგიური კონტროლის შესახებ” შესაბამისად.
14. სტერილურობაზე კონტროლს ექვემდებარება გასტერილებული ინსტრუმენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1% და თითოეული დასახელების არანაკლებ 3-5 ერთეული. სინჯების გამოკვლევა ხდება შემდეგნაირად:
ა) წვრილი (მცირე ზომის) ინსტრუმენტების უშუალო ჩაშვება სტერილურ ნიადაგში;
ბ) სტერილურ ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული 5X5 სმ ზომის მარლის სტერილური ხელსახოცებით, მსხვილი (დიდი ზომის) ინსტრუმენტებიდან ჩამონარეცხის აღება, შემდგომში კი მისი დათესვა ნიადაგზე (საბუროს ბულიონი ან თიოგლიკოლის არე). ინსტრუმენტები სტერილურად ითვლება, თუ არ მოხდა მიკროორგანიზმების ვეგეტატიური და სპორწარმომქმნელი ფორმების ზრდა.
15. ნაკეთობებს, რომლებიც არ არიან შეხებაში ჭრილობის ზედაპირთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია მე-9 დანართში მოცემული რეჟიმით და საშუალებებით