საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.559
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №287
2002 წლის 6 ნოემბერი
ქ. თბილისი
საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლისა და ,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების � საკრედიტო კავშირების შესახებ� საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობა განისაზღვროს:
ა) საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სოფელში ჩამოყალიბებული კავშირისათვის არანაკლებ 10 კაცის ოდენობით;
ბ) მაღალმთიანი რეგიონის გარდა საქართველოს სხვა ტერიტორიაზე განაშენიანებულ სოფელში, ასევე საქართველოს ნებისმიერ ქალაქში ჩამოყალიბებული კავშირისათვის არანაკლებ 50 კაცის ოდენობით.
2. ამ ბრძანების მოთხოვნები ვრცელდება როგორც მოქმედ, ისე 2002 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ შექმნილ საკრედიტო კავშირებზე. ამასთან, მოქმედ საკრედიტო კავშირს, რომლის წევრთა რაოდენობაც ნაკლებია ამ ბრძანების პირველი პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტით განსაზღვრულ წევრთა მინიმალურ ოდენობაზე, უფლება აქვს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი წლის განმავლობაში თავის წევრთა რაოდენობა შეუსაბამოს განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას.
3. საკრედიტო კავშირების მიერ ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების ზედამხედველობის სამმართველოს (მ. ტეფნაძე).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.11.2002.
- როდის იქნა მიღებული „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
- „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 06.11.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №287. სარეგისტრაციო კოდი — 220.090.000.10.008.005.559.
- სად არის „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საკრედიტო კავშირის წევრთა მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №287, 06.11.2002, სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.559 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54676/