„საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციების ბიუჯეტის ფორმირების წყაროს განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№364
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.002.002
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 77, 30/07/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№364

2003 წლის 25 ივლისი

ქ. თბილისი

საავტომობილოტრანსპორტის, სამოქალაქოავიაციის, საზღვაოტრანსპორტისადმინისტრაციებისბიუჯეტისფორმირებისწყაროსგანსაზღვრისშესახებ

„განვითარების კრედიტის შესახებ“ (ტრანსპორტის სამინისტროს რესტრუქტურიზების პროექტი)“ საქართველოსა და განვითარების სააგენტოს შორის 1998 წლის 17 სექტემბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 1998 წლის 13 დეკემბერს რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული ინსტიტუციური რეფორმების მიმდინარეობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზოგიერთი დებულებების თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების საკონსტატაციო ნაწილისა და საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-13 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:

1. ნება დაერთოთ საქართველოს კანონის „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – საავტომობილო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციებს – საკუთარი ბიუჯეტების ფორმირება მოახდინონ სახელშეკრულებო საფუძვლებზე მომსახურების საზღაურით მიღებული სახსრებიდან.

2. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრომ (მ. ადეიშვილი).

ე. შევარდნაძე