ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.05.2022
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.141.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციან | ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.03.2017
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და ადმინისტრირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2022 წლის 30 მაისი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდეს ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:
1.მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
2. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
3. მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:
- საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის – 1 ლარის ოდენობით.
- არასაცხოვრებელი და სამეწარმეო/კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის – 2 ლარის ოდენობით.
- შენობების აღდგენითი სამუშაოების/რეკონსტრუქციის შემთხვევაში (თუ არ იცვლება შენობის ფართი) მოსაკრებელი განისაზღვროს -0,50 ლარით.
3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისთვის − 200 ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისთვის − 400 ლარს..
4. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის განისაზღვროს – 0,50 ლარით.
5. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ისეთი შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აგრეთვე, სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობას.
მუხლი 3🔗
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს:
1. ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:
1. თითოეულ სამორინეს მაგიდაზე კვარტალში – 30 000 ლარის ოდენობით;
2.თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში – 2000 ლარის ოდენობით;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %-ის ოდენობით.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე კვარტალში – 275 000 ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე კვარტალში – 10 000 ლარი.
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში – 7000 ლარი.
მუხლი 5🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 მარტის №8 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/04/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.141.016199).
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაირი ირიციან