ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.05.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №273
სარეგისტრაციო კოდი 080090020.10.003.023484
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/05/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.05.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ტრანსპორტის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ეროვნული დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიისა და სამუშაო ჯგუფის შექმნისა და მათი საქმიანობის დებულების დამტკიცების შესახებ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №273
2022 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) საერთაშორისო სტანდარტებთან, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში, „ფინანსური სისტემის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების თავიდან აცილების შესახებ, ევროპარლამენტისა და საბჭოს №648/2012 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/60/EC დირექტივისა და კომისიის 2006/70/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის 2015/849 დირექტივასთან აპროქსიმაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის, აგრეთვე რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულების მონიტორინგისა და განახლების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნას მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი − კომისიის თავმჯდომარე.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.
4. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე.
5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
7. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის უფროსი.
9. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი.
10. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
11. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.
12. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის აპარატის აღმასრულებელი დირექტორი.
13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
14. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი.
15. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
მუხლი 2🔗
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:
1. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.
მუხლი 3🔗
1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და 2022 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა კომისიამ საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა. ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განახლდეს საჭიროებისამებრ (არაუმეტეს 3 წელიწადში ერთხელ).
2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში კომისიამ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 10 ნოემბრისა. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში (შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშზე დაყრდნობით განსაზღვრული ღონისძიებებიც) განახლდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და პერიოდულობით.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს თანდართული „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება“.
მუხლი 5🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და მისი შესრულების კოორდინაციის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 დეკემბრის №352 დადგენილება.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მიზანი და ამოცანები
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომში − მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია) მიზანია, შეიმუშაოს, სათანადო პერიოდულობით განაახლოს და შესრულების მონიტორინგი გაუწიოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ სტრატეგიას და ეროვნულ სამოქმედო გეგმას, აგრეთვე რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ შესაბამისობას მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (Financial Action Task Force) რეკომენდაციებთან, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციებსა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოციირების ხელშეკრულების ფარგლებში „ფინანსური სისტემის ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების თავიდან აცილების შესახებ, ევროპარლამენტისა და საბჭოს №648/2012 რეგულაციაში ცვლილების შეტანის თაობაზე და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005/60/EC დირექტივისა და კომისიის 2006/70/EC დირექტივის გაუქმების შესახებ“ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის 2015/849 დირექტივაში განსაზღვრულ დებულებებთან აპროქსიმაციას.
მუხლი 2🔗. კომისიის შემადგენლობა
1. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები.
3. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შემავალ პირს შეუძლია განახორციელოს უფლებამოსილების დელეგირება, შესაბამისი წერილობითი დოკუმენტის საფუძველზე.
მუხლი 3🔗. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის უფლებამოსილება
დასახული მიზნების მისაღწევად, მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და დაწესებულებებიდან გამოითხოვოს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
ბ) შექმნას სამუშაო ჯგუფები და განსაზღვროს მათი შემადგენლობა, მიიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო
1. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას, ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნო, რომელიც პასუხისმგებელია, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის ტექსტის ფორმულირებაზე.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.
მუხლი 5🔗. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ორგანიზება
1. მუდმივმოქმედ უწყებათაშორის კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხვა წევრი.
2. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომების პერიოდულობას, დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, განსაზღვრავს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.
3. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მომხსენებელს, ხოლო სამუშაო ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
4. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე.
5. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის მომხსენებელსა და სამუშაო ჯგუფის მომხსენებელს.
6. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
7. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე. სხდომის ოქმი გასაცნობად ეგზავნებათ მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის წევრებსა და სამუშაო ჯგუფის წევრებს.