„საექიმო სპეციალობათა პროფესიული კომპეტენციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 მარტის №01-8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-47/ნ |
|
2022 წლის 20 ივნისი ქ. თბილისი |
,,6. გარდამავალი ეტაპის რეგულირება:
ა) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, განახორციელოს საექიმო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატით ნებადართული სპეციალობის ფარგლებში;
ბ) ექიმებს:
ბ.ა) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში„ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია“, „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“ან„კურორტოლოგია და ფიზიოთერაპია“, მაგრამ დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით – „ფიზიკური მედიცინა-კურორტოლოგია“, სპეციალიზაციის სათანადო კურსის გავლის შემდეგ, უფლება აქვთ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, არსებული („ფიზიკური მედიცინა – კურორტოლოგია“) სახელმწიფო სერტიფიკატის ნაცვლად, მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში– „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“. სპეციალიზაციის კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაცია;
ბ.ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში„სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“, „სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია, სპორტული მედიცინა“ან„სპორტის მედიცინა“, მაგრამ დასრულებული აქვთ სარეზიდენტო პროგრამა სპეციალობით–„სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა“, უფლება აქვთ, სპეციალიზაციის სათანადო კურსის გავლის შემდეგ, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, დამატებით მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში– „ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია“. სპეციალიზაციის კურსის მოცულობასა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაცია.“.
|