წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2022
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016484
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 367 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 25.12.2023 ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.04.2024 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.06.2023 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 28.04.2023 ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 02.09.2025

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2022 წლის 13 ივნისი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესი“ დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია დანართი წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის  წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. ეს წესი აწესრიგებს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  საქმიანი შეხვედრების, მიღებების, სემინარების, კონფერენციების მოწყობას, პრეზიდენტის აპარატიდან, მინისტრთა კაბინეტის აპარატიდან, პარლამენტის, სამინისტროებსა და  სახელმწიფო რწმუნებულის, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენელთა მიღებასთან და მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში და ამ მიზნით, გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას. 2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის მერიაში-ადმინისტრაციული სამსახური, საკრებულოში-საკრებულოს აპარატი. მუხლი 2🔗. წარმომადგენლობითი ხარჯების შემადგენლობა წარმომადგენლობით ხარჯები მოიცავს: ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს; ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების,  ხარჯებს;             გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს; დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:   დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;   დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების  ხარჯებს; დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;   დ.დ.) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს; დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს. მუხლი 3🔗. დაფინანსების წყარო 1. წარმომადგენლობითი ღონისძიებათა დაფინანსება ხორციელდება წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების     ფარგლებში.  2. წალენჯიხის  საკრებულოს აპარატი და მერიის ადმინისტრაციული სამსახური ბიუჯეტის პროექტის განსაზღვრისას ღონისძიებათა ჩამონათვალს და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომლის შემდეგაც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას შესაძლებლობის ფარგლებში ითვალისწინებს მომავალი წლის ბიუჯეტის მომზადებაში.  მუხლი 4🔗. სახსრების ხარჯვის წესი 1. ღონისძიების ჩატარების შემდეგ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული დაწესებულების ხელმძღვანელის  სახელზე ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომელიც უნდა მოიცავდეს ღონისძიებაში მონაწილეთა ზუსტ დასახელებას და სტატუსს, ღონისძიების მიზანსა და შინაარსს. მიღებული გადაწყვეტილებათა მოკლე ჩამონათვალს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს სტუმრების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯების ამსახველი პირველადი (ანგარიშ ფაქტურა; სასაქონლო ზედნადები) დოკუმენტები; 2. წარმომადგენლობითი ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით.