სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.005.035
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №01
2003 წლის 8 იანვარი
ქ. თბილისი
სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები (დანართი № 1).
2. ბრძანება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.
დ. მირცხულავა
დანართი №1
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფები განისაზღვრება მომსახურების შემდეგი სახეობებისათვის:
1. ქსელში მისაერთებელი ახალი ან რეკონსტრუირებული ელექტროდანადგარების (დანადგარი, რომელშიც წარმოიქმნება, გარდაიქმნება, გადაიცემა, განაწილდება, მოიხმარება ელექტრული ენერგია) ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, გარდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროტექნიკური დანადგარებისა, შემდეგი სიმძლავრეების მიხედვით:
ა) 50კვტ-მდე 200 ლარი
50კვტ-ის ზემოთ, 200 ლარს დამატებული ყოველ 1კვტ-ზე 4,8 ლარი;
ბ) სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი სიმძლავრეებით:
100კვა-მდე 300 ლარი
100კვა-დან 250კვა-ს ჩათვლით 500 ლარი
400კვა-დან 630კვა-ს ჩათვლით 800 ლარი
1000კვა-და ზევით 1000 ლარი;
გ) საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება შემდეგი ძაბვის მიხედვით:
საჰაერო გადამცემი ხაზი 6-10კვ 1მ 0,72 ლარი
საჰაერო გადამცემი ხაზი 0.4კვ 1მ 0,36 ლარი
დ) საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება, შემდეგი ძაბვის მიხედვით:
საკაბელო ხაზი 6-10კვ 1მ 1,02 ლარი
საკაბელო ხაზი 0,4კვ 1მ 0,54 ლარი.
2. ელექტროენერგეტიკულ სფეროში საკვალიფიკაციო ცოდნის შემოწმება 1 კაცი – 15 ლარი;
3. ელ.ტექნიკური პერსონალის სწავლება ტექნიკური ექსპლოატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესებში 1 სთ – 5,4 ლარი.
შენიშვნა: ტარიფებში გათვალისწინეულია დამატებითი ღირებულების გადასახადი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.06.2003.
- როდის იქნა მიღებული „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“?
- „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 08.01.2003. მიმღები ორგანო — საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.11.110.005.635.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2003-დან.
- სად არის „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2003 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“, №01, 08.01.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.11.110.005.635 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54976/