1.
მერიის სამსახური არის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც შესაბამისი სფეროს მიხედვით უზრუნველყოფს მერის გადაწყვეტილებების შესრულებას, აგრეთვე ამზადებს მერის და მისი დავალებით – საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.
2.
სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე და მერის მიერ დამტკიცებული სამუშაო გეგმებისა და დავალებების შესაბამისად;
3.
სამსახურის საქმიანობას უძღვება სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4.
მერიის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;
ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური;
გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური;
ე) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;
ვ) ზედამხედველობის სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური;
თ) ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური;
ი) სამხედრო სამსახური.
5.
მერის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით