1.
მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2.
მერის პირველი მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების (ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური) უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ სფეროებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
3.
მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების (ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახური, ზედამხედველობის სამსახური, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური) უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ სფეროებს, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
4.
მერის პირველი მოადგილე და მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
5.
მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე.თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. მერის შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მერის მოადგილე