1.
ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის მერისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მომსახურება, მერიის საქმისწარმოებისა და არქივის, საკადრო საკითხთა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, მერის წარმომადგენლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალისტებთან კოორდინაცია;
2.
ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვა და ორგანიზება, ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება - განხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება და შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრა, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის, მათ შორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების წესის მომზადება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა; ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, ადგილობრივი საინვესტიციო გარემოს კვლევა და სათანადო წინადადებების მომზადება;
3.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება; დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, შესყიდვების მომზადება და განხორციელება.
4.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა; საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება; ქალთა/ოჯახის მიმართ ძალადობის პრევენცია და წინადადებების შემუშავება გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
5.
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება; სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების, მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების, მუნიციპალური სპორტული და ახალგაზრდული დაწესებულებების კოორდინაცია; ძეგლთა დაცვის განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების პოტენციალის კვლევა და განვითარების პერსპექტიული გეგმის შემუშავება;
6.
ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მშენებლობაზე, არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა.
7.
შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; მენეჯერული და ფინანსური კონტროლის განხორციელება, ორგანიზაციული სტრუქტურის, მეთოდების და პროცედურების ანალიზი დაწესებულების მიერ თავის მიზნების მიღწევისა და საქმიანობის კანონიერად, ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად წარმართვის უზრუნველსაყოფად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მერიის მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელება;
8.
ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება; საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების თაობაზე მუციციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა.
9.
სამხედრო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.თავი IV
მერიის საჯარო მოსამსახურეებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 22.12.2023
მუხლი 11. მერის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები
- მუხლი 6. მუნიციპალიტეტის მერი
- მუხლი 7. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)
- მუხლი 8. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული აგებულება
- მუხლი 10. მერიის სამსახურები
- მუხლი 12. სამსახურის განყოფილების უფროსი - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 13. მერის წარმომადგენელი
- მუხლი 14. მერის თანაშემწე
- მუხლი 15. მერიის მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
- მუხლი 16. მერიის მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №21, 28.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.112.016487 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5501379/muxli-11/