“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/267 |
|
2022 წლის 22 ივნისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში (matsne.gov.ge, 09/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016746) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების” მე-3 მუხლის მე-3-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე. სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი, სამინისტროსთან შეთანხმებით. მათ საკურატორო სფეროებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. 4. სააგენტოს უფროსის დროებით არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობებს, სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე. სააგენტოს უფროსის სხვა შემთხვევაში არყოფნისას, მის უფლებამოსილებებს ასრულებს სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე ან მოადგილე ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 5. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე ახორციელებენ კონტროლს მათ საკურატორო სფეროში შემავალ სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობაზე და ისინი ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე. 6. სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილის ან/და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, მათი მოვალეობების შესრულების დაკისრება განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე. 7. სააგენტოს უფროსს უფლება აქვს თავისი მოვალეობებისა და უფლებების ნაწილი ბრძანებით გადააკისროს პირველ მოადგილეს, მოადგილეს და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.06.2022.
- როდის იქნა მიღებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1-1/267. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.024.016748.
- რამდენი მუხლისგან შედგება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.06.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1-1/267, 22.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016748 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5501803/