“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-653
სარეგისტრაციო კოდი
410030000.22.023.016943
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/10/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-653

2025 წლის 22 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბრის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1

„სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების  წესის  შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბრის №2-1528 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, სარეგისტრაციო კოდი: 410030000.22.023.016694, 08/11/2021) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4

1. სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), გეგმის დასამტკიცებლად წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვედზე განთავსებას.

2. გეგმის პროექტის ვებგვერდზე განთავსებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში დაინტერესებული პირები უფლებამოსილი არიან სააგენტოს წარუდგინონ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნები და წინადადებები.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სააგენტო იხილავს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებსა და წინადადებებს, რის შემდეგაც 5 კალენდარული დღის ვადაში აწყობს განხილვას დაინტერესებული პირების და გეგმის შემმუშავებელი პირების მონაწილეობით.

4. სააგენტო გეგმას, შენიშვნების გათვალისწინებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამტკიცებს მისი წარდგენიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ან ამავე ვადაში შენიშვნებით უბრუნებს ლიცენზიის მფლობელს, რომელიც ვალდებულია შენიშვნების გაგზავნიდან (ჩაბარებიდან) სამი თვის ვადაში სააგენტოს დასამტკიცებლად წარუდგინოს ზემოაღნიშნული შენიშვნების სრულად  გათვალისწინებით გადამუშავებული გეგმა. განხილვის პროცესში წარმოშობილი სხვა დამატებითი შენიშვნების გაუთვალისწინებლობა, რომელიც არ არის არსებითი (ამ ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად) მართვის გეგმიდან გამომდინარე, არ იწვევს გეგმის ხელახალი განხილვის საჭიროებას.

5. აუცილებლობის შემთხვევაში და სათანადო დასაბუთებით, შესაძლებელია გეგმაში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა, ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

6. სააგენტოს მიერ გეგმის დასამტკიცებლად ადმინისტრაციული წარმოების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2025.
როდის იქნა მიღებული “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.10.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-653. სარეგისტრაციო კოდი — 410030000.22.023.016943.
რამდენი მუხლისგან შედგება “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 5 ნოემბერის №2-1528 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2-653, 22.10.2025, სარეგისტრაციო კოდი 410030000.22.023.016943 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6636319/