„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3-2 |
|
2025 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის წინაშე.
3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
4. სამსახურის უფროსის მოადგილე/მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში, სამსახურის უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე.
6. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) სამსახურის სახელით ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ე) სამსახურის სახელით ვიზას ადებს/ხელს აწერს სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ ან/და სააგენტოს უფროსის დავალებით უფლებამოსილების გათვალისწინებით სხვა დოკუმენტებს;
ვ) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის/კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“.
2. მე-8 მუხლის შემდეგ დაემატოს 81 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 81. სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის უფლებამოსილებები:
სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე:
ა) სამსახურის ხელმძღვანელის დავალების საფუძველზე, კოორდინაციას უწევს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ბ) ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის ცალკეულ დავალებებს;
გ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ვიზას ადებს/ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას, მათ შორის, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან გასაგზავნ ან/და სააგენტოს უფროსის დავალებით უფლებამოსილების გათვალისწინებით სხვა დოკუმენტებს;
დ) სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით ანაწილებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას შესაბამის თანამშრომლებზე;
ე) ასრულებს სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე სააგენტოს უფროსის/კურატორი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.“.
|