1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად.
2. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ:
ა) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებით – პირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან;
ბ) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო – სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომდევნო დღეს;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში - საკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან;
ვ) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 42-ე მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან;
ზ) გარდაიცვალა – გარდაცვალების მომდევნო დღიდან.
3. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიული კომისიის წარდგინების (დასკვნის) საფუძველზე.
4. საკრებულო, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდეშეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ და ,,ზ“ შემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს იურიდიული კომისია საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას და დაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით.
6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში. უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით. საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან. უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან.
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
თავი II — საკრებულოს წევრი
მთავარი მონაცემები
- ვადა 6 თვის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საკრებულოს მუშაობის საერთო წესი
- მუხლი 9. საკრებულოს სხდომათა დარბაზი
- მუხლი 10. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი
- მუხლი 11. საკრებულოს სხდომების ტრანსლაცია
- მუხლი 12. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 14, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-14/