1. საკრებულოს თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები;
დ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები;
ე) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
ვ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
2. საკრებულოს წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე.
3. საკრებულოს თანამდებობის პირები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევენ საკრებულოსა და მისი ორგანოების საქმიანობას.
4. საკრებულოს თანამდებობის პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით ეძლევათ შრომის ანაზღაურება. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ ეკავოთ რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდნენ სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

თავი III. საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეებ