1. საკრებულოს თავმჯდომარე არის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 33–ე მუხლისა და ამ რეგლამენტის 107–ე მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) უძღვება საკრებულოს მუშაობას, საერთო ხელმძღვანელობას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს აპარატისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა საქმიანობას;
გ) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე დასრულებულად აცხადებს საკრებულოს მორიგ და რიგგარეშე სხდომებს;
დ) უძღვება სხდომებზე საკითხების განხილვას;
ე) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი სხდომის ჩატარების პროცედურების დაცვას;
ვ) ადგენს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების თანმიმდევრობის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 67–ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
ზ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
თ) ამტკიცებს საკრებულოს სხდომაზე მოსაწვევ პირთა სიას;
ი) იწვევს და თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
კ) საერთო კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების მუშაობას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას;
მ) აკონტროლებს საკრებულოს წევრთა მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი მოვალეობების შესრულებას;
ნ) საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეთა წარდგინებით საკრებულოს კომისიებში იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს; დებს და აუქმებს მათთან ხელშეკრულებებს; საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომისიებში მოწვეულ პირთა საქმიანობას;
ო) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს, განკარგულებებსა და სხდომის ოქმებს;
პ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
ჟ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს რეგლამენტს და საკრებულოს აპარატის დებულებას; საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეების წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს კომისიათა დებულებებს;
რ) ამტკიცებს საკრებულოს აპარატის შინაგანაწესს და აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ს) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია ამ რეგლამენტის 143–ე მუხლით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს საკრებულოს მუშაობის ანგარიში.
4. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 108-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.
6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით-მისი ერთ-ერთი მოადგილე.
7. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.
8. თუ საკრებულოს თვმჯდომარის არც ერთი მოადგილე არჩეული არ არის, ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საკრებულოს უხუცესი წევრ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
თავი III — საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. საკრებულოს წევრის სტატუსი
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები
- მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 21. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციები
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 23. ბიუროს სხდომა
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 19, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-19/