1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, თავის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 36–ე მუხლის და ამ დებულების მე–109 მუხლით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება არა აქვთ, ეწეოდენენ სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მოადგილეებს, მათ შორის პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 110-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
თავი III — საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობა. უფლებამოსილების შეჩერება და/ან შეწყვეტა
- მუხლი 15. საკრებულოს წევრის მოვალეობები
- მუხლი 16. საკრებულოს წევრის უფლებები
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 21. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციები
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 23. ბიუროს სხდომა
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-20/