1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის ადგილზე არყოფნისას ან/და მისივე დავალებით – საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 61-ე მუხლის 2-5 პუნქტით დადგენილი წესები.
2. ცნობა საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც ამ რეგლამენტის 146-ე მუხლით დადგენილი წესით. ბიუროს შემადგენლობაში შემავალ თანამდებობის პირებს ურიგდებათ ან ეგზავნებათ ელექტრონულ ფოსტაზე ბიუროს სხდომის მასალები სხდომამდე 1 დღით ადრე მაინც, რასაც ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი .
3. გადაუდებელი აუცილებლობისას საკრებულოს ბიუროს სხდომა შეიძლება ჩატარდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს ბიუროს სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას – ინფორმაცია სხდომის დახურვის შესახებ.
4. ბიუროს სხდომა იწყება ბიუროს წევრთა რეგისტრაციით. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს ბიუროს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ბიუროს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. თუ სხდომის გახსნის დროისათვის საჭირო ქვორუმი ვერ შედგა, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ბიუროს სხდომის გახსნა გადაიდება იმავე დღის სხვა დროისათვის, თუ ამ შემთხვევაშიც არ შედგა ქვორუმი, სხდომა გადაიდება მომდევნო დღისთვის.
5. ბიუროს სხდომის გახსნის შემდეგ, ბიუროს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღება ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.
6. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მისი წევრის დასწრება სავალდებულოა. კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობისას, ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს ხმის იმავე უფლებით ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე . ფრაქციის თავმჯდომარეს – მისი მოადგილე (ერთ -ერთი მოადგილე ), ან ფრაქციის წევრი სათანადო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.
7. საკრებულოს ბიუროს სხდომის დღის წესრიგს ადგენს საკრებულოს თავმჯდომარე. ბიუროს წევრთა წინადადებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები. დღის წესრიგს და მასში ცვლილებების შეტანას ამტკიცებს ბიურო ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა ნახევარზე მეტით.
8. ბიუროს სხდომა, როგორც წესი, საჯაროა. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. ბიუროს გადაწყვეტილებით, ცალკეულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა.
9. საკრებულოს ბიურო განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს რეკომენდაციებს, დასკვნებს, წინადადებებს, ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ · რედაქცია 06.03.2026
მუხლი 23. ბიუროს სხდომა
თავი IV — საკრებულოს ბიურო
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
- მუხლი 18. საკრებულოს თანამდებობის პირები და მათი საქმიანობის შეზღუდვები
- მუხლი 19. საკრებულოს თავმჯდომარე
- მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები
- მუხლი 21. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) ფუნქციები
- მუხლი 22. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება
- მუხლი 24. ბიუროს მუშაობის წესი
- მუხლი 25. საკრებულოს ბიუროს ოქმი და მისი საქმიანობის უზრუნველყოფა
- მუხლი 26. საკრებულოს კომისიის შექმნა
- მუხლი 27. საკრებულოს კომისიები
- მუხლი 28. საკრებულოს კომისიათა ზოგადი უფლებამოსილება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“, მუხლი 23, №16, 01.07.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.167.016539 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5512652/muxli-23/