„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2022 წლის 29 ივლისი ქ. წყალტუბო |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებასა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.“
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური“
3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახური“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქციებია: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია; მუნიციპალური ინფრასრუქტურის ობიექტების შენახვა და მოვლა-პატრონობა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და მათი ექსპლუატაციის საკითხებზე; ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებსა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება; რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების, შესაბამის პროგრამათა განხორციელების საკითხებზე; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება; ავტოსაგზაო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა და დგომა/გაჩერების წესების რეგულირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული გადაყვანის დაგეგმარების, მარშუტებისა და გრაფიკების დადგენის, რეგულარულ სამგზავრო გადაყვანის შესახებ შესაბამისი ნებართვის გაცემის თაობაზე კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება; წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალანირების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამის სამუშაოთა დაგეგმვა და მათი შესრულების კოორდინაცია; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; წინადადებების მომზადება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალი საზოგადოებრივი მომსახურეობის ტარიფების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მომსახურეობის მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ხელშეკრულებების მომზადების საკითხებზე;მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებაზე; წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე; გამწვანების, გაფორმების, განათების, შეუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე და სხვა მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია.
5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ზედამხედველობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ფუნქციებია: გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი, შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, ჭების, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობა;ზედამხედველობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ განხორციელებულ შემდეგ საქმიანობაზე: დანგრეული, დაუმთავრებელი ან დამთავრებული სამუშაო ტერიტორიის აღუდგენლად მიტოვება, ქალაქის მწვანე ნარგავების დაზიანება ან თვითნებური გაჩეხვა, სამშენებლო ან შესაკეთებელი სამუშაოების ჩატარების დროს ტერიტორიის დაზიანება; აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა-გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სარეკლამო, სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში; არასაგადასახადო შემოსავლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში; წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა-ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ-საამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება; ზედამხედველობა სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციების ჩაწყობა–გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა); კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით“, „ნარჩენების მართვის კოდექსითა“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი ზომების მიღება; სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ (გარდა 148-ე მუხლის მე- 4 ნაწილით, 431 , 432 , 465 , 466 , 1728, 1729, 1961, 1963, 1966, 197-ე, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), „ნარჩენების მართვის კოდექსისა“ და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ საფუძველზე, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში; კანონით დადგენილი წესით კონტროლის განხორციელება კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სივრცით–ტერიტორიული მოწყობა და დასახლების ურბანული დაგეგმარება; მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნა და განვითარება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების, პროექტებისა და მშენებლობის კოორდინაცია; წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში ტერიტორიული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე წინადადებების მომზადება; არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა; მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმება, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემა, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა, მშენებლობა დასრულებული ობიექტების ვარგისად აღიარებისა და მათი ლეგალიზების მიზნით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალის წარმოება; შენობა–ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება; შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა–ნაგებობის ვარგისად აღიარების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება; სივრცით–ტერიტორიული და მიწათსარგებლობის დაგეგმვის თაობაზე წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე–პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად, სარეკრეაციო ზონებისათვის; წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავება და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადება; დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სფეროში კანონით დადგენილი წესების დაცვის კონტროლი; მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება;წინადადებების შემუშავება დასუფთავების მოსაკრებელის შემოღება-გაუქმებისა და მისი ოდენობის განსაზღვრის, მოსაკრებლის ადმინისტრირების საკითხებზე; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელებთან ხელშეკრულებების გაფორმება, კანონით დადგენილი წესით; დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვა, გადამხდელთა ბაზის ფორმირება და სრულყოფა; მოსახლეობისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების უზრუნველყოფა და კონტროლი; მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 34. მერიის და სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმა
1. მერია თავის საქმიანობას წარმართავს მერიის და მერიის სამსახურების სამუშაო გეგმის საფუძველზე. სამუშაო გეგმა წარმოადგენს ორგანიზაციულ დოკუმენტს, რომლითაც დასაგეგმ პერიოდში განისაზღვრება განსახორციელებელ სამუშაოთა ნუსხა და სამუშაოთა შესრულების ვადები.
2. ყოველი სამუშაო გეგმა დგება დასაგეგმი პერიოდისათვის. მერიის დასაგეგმი პერიოდებია 6 თვე და ერთი წელი. სამსახურების/განყოფილებების დასაგეგმი პერიოდია კვარტალი.
3. მერიის ექვსთვიან და ყოველწლიურ სამუშაო გეგმებს დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც ამტკიცებს მერი.
4. მერიის სამსახურის სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამუშაო გეგმას და მერის დავალებებს. სამსახურში კვარტალურ სამუშაო გეგმას დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და დასაგეგმი პერიოდის დაწყებამდე ამტკიცებს მერი.
5. მერიის განყოფილების სამუშაო გეგმა უნდა შეესაბამებოდეს მერიის სამსახურის სამუშაო გეგმას.
6. სამუშაო გეგმით დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება დაიშვება მხოლოდ მერის წერილობითი დავალების შემთხვევაში, აგრეთვე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოებისას.
7. სამუშაო გეგმების შესრულების კონტროლს მერის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მერი.“.
|