მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.07.2022
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016382
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/07/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.07.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2022 წლის 27 ივლისი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების
წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
მესტიის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს საპატიო მესტიელის, მესტიის საპატიო მოქალაქის და დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდებები.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს თანდართული „მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი.“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი
მესტიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტში საპატიო წოდებების მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და პროცედურული საკითხების განხილვის წესს.
2. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა.
3. საპატიო მესტიელის წოდება შეიძლება მიენიჭოს მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ან/და რეგისტრირებულ ან/და მესტიაში დაბადებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტთან სხვა ქვეყნის ქალაქის/დასახლების მეგობრული კავშირების განმტკიცებაში.
დ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში და ა.შ.
4. მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში;
გ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
დ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი მესტიის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს პოპულარიზაციის საქმეში;
ე) მესტიის საპატიო მოქალაქის წოდება, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, შეიძლება გაიცეს აგრეთვე სხვა პირებზე პოლიტიკური/საზოგადოებრივი მნიშვნელობის აქტის ფორმით.
5. დამსახურებული მოღვაწის წოდება (მაგ.: დამსახურებული ექიმი, დამსახურებული პედაგოგი, დამსახურებული არქიტექტორი და სხვა) შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში):
ა) ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის, არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილისთვის დარგის/სფეროს განვითარებაში;
გ) სამეცნიერო მიღწევებისთვის და ა.შ.
6. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ. დაუშვებელია საპატიო წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ.
მუხლი 2🔗. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) საკრებულოს თავმჯდომარეს;
დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით.
2. კანდიდატურის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთოდეს:
ა) „საპატიო წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატურის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით;
ბ) ბიოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
დ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შექმნილი კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში).
მუხლი 3🔗. საპატიო წოდების მინიჭება
1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას.
2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილება საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში, რომლის საფუძველზეც მესტიის მუნიციალიტეტის მერი საპატიო წოდების მინიჭების თაობაზე გამოსცემს ბრძანებას.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობის დამზადებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 4🔗. საპატიო წოდების მინიჭების სპეციალური კომისიის სტრუქტურა, ხელმძღვანელობა, კომისიის წევრების უფლებამოსილება, მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1.კომისიას თავმჯდომარეობს მესტიის მუნიციალიტეტის მერი.
2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს, უზრუნველყოფს კომისიის მიზნების, ამოცანების და უფლება-ვალდებულებების შესრულებას. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ოქმების შედგენას და აღრიცხვას. მდივანი ორგანიზებას უწევს სხდომებს და კომისიის საქმიანობას, ასევე უზრუნველყოფს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის განხილვის ორგანიზაციული, ტექნიკური და პროცედურული საკითხების მოგვარებას.
4. კომისიის სხდომა მოიწვევა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჭიროებისამებრ.
5. კომისიის მდივანი ადგენს დღის წესრიგს და კომისიისთვის განსახილველად ამზადებს საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების მქონე სუბიექტების მიერ შემოტანილ დოკუმენტაციას.
6. კომისიის დღის წესრიგს და დოკუმენტაციას კომისიის მდივანი წინასწარ აწვდის კომისიის წევრებს. კომისიის წევრები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კომისიის სხდომის გამართვის ადგილის, თარიღის, დროის და დღის წესრიგის თაობაზე.
7. კომისია საპატიო წოდების მინიჭებაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისათვის დასკვნის წარდგენის გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრით. კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება კომისიის შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება და საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენა ხორციელდება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს კომისიის დამსწრე წევრთა არანაკლებ ორი მესამედი. საპატიო წოდებაზე კანდიდატის წარდგენისათვის საჭირო ხმების ვერდაგროვების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ საკითხი არ გავიდა, რაც ავტომატურად ნიშნავს კამ ანდიდატისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე მესტიის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენაზე უარის თქმას.
8. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
9. კომისიის სხდომებს კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ესწრებოდეს საპატიო წოდების მინიჭების საკითხის ინიციატორი, ასევე საპატიო წოდების მინიჭებაზე წარდგენილი პირი.
10. კომისიის წევრს აქვს უფლებამოსილება:
ა) მონაწილეობა მიიღოს კომისიის სხდომებში, დებატებში, დასვას შეკითხვები მომხსენებელთან და თანამომხსენებელთან, გააკეთოს განმარტება, განცხადება ან/და მიმართვა;
ბ) შევიდეს და გადაადგილდეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთათვის დაწესებული რეჟიმის (სპეციალურის გარდა) შესაბამისად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია კომისიის მიერ განსახილველ საკითხებზე;
დ) შეხვდეს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს, გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია კომისიის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
11. კომისიის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) კომისიის წევრის პირადი განცხადება;
ბ) კომისიის წევრობაზე წარმომდგენის მიერ წევრის შეცვლა;
გ) კომისიის წევრის გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
ვ) კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ზ) მესტიის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა ან/და უფლებამოსილების შეწყვეტა.
მუხლი 5🔗. საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას მერის შესაბამისი ბრძანების მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ სიგელზე მესტიის თვითმმართველობის სახელით ხელს აწერს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ბეჭდით.
3. საპატიო წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებია მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – „საპატიო წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდზე.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
მუხლი 6🔗. საპატიო წოდების ჩამორთმევის საფუძვლები
1. პირს შეიძლება ჩამოერთვას საპატიო წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახ ჩადენილი დანაშაული;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ან მესტიის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
გ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ-ეთიკურ ნორმებს.
2. საპატიო წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს მესტიის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე.