,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
140.080.000.12.222.005.744
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 07/04/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.12.222.005.744

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის

უფროსის ბრძანება №8

2003 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და შემდგომში მათი შენარჩუნების მიზნით, ვბრძანებ:

დამტკიცდეს თანდართული წესი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ”.

ს. პაპაშვილი

წესი

„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა პერსონალური თანამდებობრივი განაკვეთის განსაზღვრის შესახებ”

    მუხლი 1

ეს წესი მომზადებულია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „ნ” პუნქტის საფუძველზე.

    მუხლი 2

წესი ემსახურება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგებას.

    მუხლი 3

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს უფლება აქვს, სამსახურისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, სამსახურის საშტატო განრიგის მიხედვით არსებული ვაკანსიების შედეგად მიღებული ეკონომია გამოიყენოს თანამშრომელთა ხელფასის ძირითადი განაკვეთის გასაზრდელად.

    მუხლი 4

ხელფასის განაკვეთის გაზრდა შესაძლებელია საშტატო განრიგით გათვალისწინებული ყველა თანამდებობებისათვის, გარდა იმ თანამდებობებისა, რომელთაც სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე უკვე გაზრდილი აქვთ სახელფასო განაკვეთები.

    მუხლი 5

სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრულ პერსონალურ თანამდებობრივ განაკვეთებზე დანამატების (წელთა ნამსახურება, განსაკუთრებულ პირობებში მუშაობა, უცხო ენის ცოდნა და სხვა) დარიცხვა განხორციელდეს 2003 წლის პირველი მარტისათვის არსებული ხელფასის ძირითადი განაკვეთების მიხედვით.