„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №409 |
|
2022 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ ზეთებზე.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. ზეთების მწარმოებელს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს ზეთების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი.
22. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, საქონლის იმპორტისას. მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მგვ-ის შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული ზეთების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.08.2022.
- როდის იქნა მიღებული „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.08.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №409. სარეგისტრაციო კოდი — 340170000.10.003.023620.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.08.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №409, 01.08.2022, სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.023620 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5536700/