„ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მაისის №12/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10/42 |
|
2022 წლის 23 სექტემბერი ქ. ფოთი |
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნარჩენების მართვის კოდექსის 47-ე მუხლის მე-15 ნაწილის, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების დანართი 1-ის მე-17 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“
2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).“
3. დადგენილების მე-2 მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის (ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი):
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ (შემდგომში – სამართალსუბიექტი) ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული სამართალსუბიექტის შესაბამისი თანამშრომლები (შემდგომში – თანამშრომელი).“ю
ბ) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:
„14. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ქალაქ ფოთის მუნიციპალური ინსპექციის“ უფლებამოსილი თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“
4. დადგენილების მე-3, მე-5 და მე-6 მუხლებით დამტკიცებული: დანართი №2 („საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა“), დანართი №4 („დაბრუნებული, გაუქმებული ან გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის“ ფორმა) და დანართი №5 („სააღსრულებო ფურცლის“ ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|