სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.09.2022
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016362
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/09/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 406 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.07.2015 თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.06.2017 ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.05.2015 ახმეტის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 06.10.2014 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებების შემოღების, მინიჭების წესისა და მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 25.02.2022

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2022 წლის 28 სექტემბერი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტისა  და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,   სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოების მინიჭების წესი“ დანართის მიხედვით. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესი მუხლი 1🔗 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების  და ჯილდოს მინიჭების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს მინიჭება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” და  ამ წესის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებას და ჯილდოს ანიჭებს სიღნაღის  მუნიციპალიტეტის მერი.  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდება და ჯილდო, მოქალაქის თანხმობით, შეიძლება მიენიჭოს:  ა) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე;  ბ) უცხო ქვეყნის  მოქალაქეს – განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის წინაშე, ან სიღნაღის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.  მუხლი 3🔗 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების  და ჯილდოს მინიჭების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;  ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) სახელმწიფო ან  საზოგადოებრივ ორგანიზაციებს; დ)  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერას. მუხლი 4🔗 ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მისანიჭებლად წარდგენილი პირის: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმეტის ასლი, ხოლო  უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის – ამ სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;  ბ) 2 (ორი) ფოტოსურათი;  გ) პიროვნების წერილობითი თანხმობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მინიჭების შესახებ.  მუხლი 5🔗 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი  სამუშაო ჯგუფი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იხილავს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლების შესაბამისად წარმოდგენილ მასალებს და მათი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს. 2. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების, ჯილდოს  მინიჭების შესახებ.  მუხლი 6🔗 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება და ჯილდო იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ჩადენილი იქნა:  ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული;  ბ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.  2. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების და ჯილდოს ჩამორთმევის უფლება აქვს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.  მუხლი 7🔗 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო  წოდების ან/და ჯილდოს მინიჭების დამადასტურებელი მოწმობისა და ატრიბუტიკის დამზადებას უზრუნველყოფს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.