„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „არსიანი“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №7 |
|
2022 წლის 29 სექტემბერი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანის“ დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ ,,არსიანის“ დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №130 (22.392), 13.07.05) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. ანსამბლის ადმინისტრაციის საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე, რომელსაც არაუმეტეს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ანსამბლის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის მოადგილე (სამხატვრო ხელმძღვანელი), რომელსაც არაუმეტეს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ანსამბლის დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების მიზნით ანსამბლის დირიჟორი, ორკესტრის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ანსამბლის დირექტორის მოადგილე სამხატვრო ხელმძღვანელთან (შემდგომში – სამხატვრო ხელმძღვანელი) შეთანხმებით დირექტორს წარუდგენენ მოცეკვავე, მომღერალი და მუსიკოსი მსახიობების კანდიდატურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ანსამბლის დირექტორის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ანსამბლის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის, ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.“; ბ) დებულების 51 და 52 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 51. ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილის უფლებამოსილება ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას; ბ) წარმართავს ანსამბლის საქმიანობას ფინანსური, სამართლებრივი, საკადრო და საქმისწარმოების მიმართულებით; გ) წარმართავს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ, სამართლებრივ, საკადრო და საქმისწარმოების საკითხებს; დ) ახორციელებს ამ დებულებითა და ანსამბლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 52. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) უშუალოდ მონაწილეობს ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობაში; ბ) წარმართავს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების შემოქმედებით საქმიანობას; გ) ამ დებულებით დადგენილი წესით, ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას რეპერტუართან დაკავშირებით და პასუხისმგებელია რეპერტუარის ხარისხზე; დ) ანსამბლის დირექტორთან შეთანხმებით გეგმავს და მონაწილეობს საგასტროლო ტურნეებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ე) ახორციელებს ამ დებულებითა და ანსამბლის შინაგანაწესით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|