„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №19 |
|
2014 წლის 20 მაისი ქ. ბათუმი |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად: |
1.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის №63 დადგენილებით დამტკიცებულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის მ. კუხიანიძის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დებულებაში (გაზეთი ,,აჭარა“ №130 (22.392), 13.07.05) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები: |
ა)
დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ანსამბლის ხელმძღვანელობა 1. ანსამბლის საერთო საქმიანობას ხელმძღვანელობს ანსამბლის დირექტორი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. 2. ანსამბლის შემოქმედებით საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე (სამხატვრო ხელმძღვანელი), რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 3. ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების საქმიანობას წარმართავს ანსამბლის დირექტორის მოადგილე (ქორეოგრაფიის დარგში), რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. 4. ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების მიზნით ანსამბლის დირიჟორი, ორკესტრის ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი დირექტორის პირველ მოადგილესთან შეთანხმებით დირექტორს წარუდგენს მოცეკვავე, მომღერალი და მუსიკოსი მსახიობების კანდიდატურებს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 5. ანსამბლის დირექტორის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ანსამბლის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ანსამბლის დირექტორის პირველი მოადგილე (სამხატვრო ხელმძღვანელი), ხოლო მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის, ადგილზე არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – ანსამბლის დირექტორის მოადგილე (ქორეოგრაფიის დარგში).’’; |
ბ)
დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 6. სამხატვრო საბჭო 1. სამხატვრო საბჭო წარმოადგენს ანსამბლის საკონსულტაციო ორგანოს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში. 2. სამხატვრო საბჭო განიხილავს: ა) ანსამბლის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და ანსამბლის შემოქმედებით მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) ანსამბლის შემოქმედებითი საქმიანობის მიმდინარეობას და აფასებს მიღწეულ შემოქმედებით შედეგებს; გ) განიხილავს სხვა შემოქმედებით დაწესებულებებთან თანამშრომლობის, ერთობლივ შემოქმედებით სამუშაოთა დაგეგმვისა და მათ მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრით. 4. სამხატვრო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: სამხატვრო ხელმძღვანელი; სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ მოწვეული შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები; ანსამბლის შემოქმედებითი კოლექტივის 2/3-ის მიერ არჩეული სამი წევრი (მოცეკვავე მსახიობი, მომღერალი მსახიობი და ორკესტრის მსახიობი). 5. სამხატვრო საბჭოს სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება სამხატვრო საბჭოს შემადგენლობის უმრავლესობით. სამხატვრო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება სამხატვრო საბჭოს შემადგენლობის 2/3. 6. სამხატვრო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი.’’; |
გ)
დებულებას მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:
,,მუხლი 51. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილება ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი უშუალოდ მონაწილეობს შემოქმედებით საქმიანობაში, ანსამბლის რეპერტუართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში და პასუხისმგებელია რეპერტუარის ხარისხზე. მუხლი 52. ანსამბლის დირექტორის მოადგილის (ქორეოგრაფიის დარგში) უფლებამოსილება ანსამბლის დირექტორის მოადგილე (ქორეოგრაფიის დარგში): ა) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს ანსამბლში ქორეოგრაფიის მიმართულებით, გარდა ძირითადი ქორეოგრაფიული ჯგუფისა, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი ქორეოგრაფი; ბ) ანსამბლის დირექტორსა და სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით მონაწილეობს და გეგმავს საგასტროლო ტურნეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ; გ) წარმართავს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების საქმიანობას; დ) ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების მუშაობის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე; ე) ანსამბლის დირექტორს დასანიშნად წარუდგენს ანსამბლის მოსამზადებელი ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიების ქორეოგრაფის, რეპეტიტორისა და პედაგოგის კანდიდატურებს.’’. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|