„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№490
სარეგისტრაციო კოდი
380050000.10.003.023700
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №490

2022 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებაში (სსმ, №94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-3 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემა, ინერტული მასალის მოპოვების მიზნით, შავ ზღვაში ჩამდინარე მდინარეთა (გარდა მდინარე რიონის ძირითადი კალაპოტისა და მისი შენაკადებისა) ჭალა-კალაპოტებიდან და ჭალისზედა პირველი ტერასებიდან, შავი ზღვის შესართავიდან 20 კილომეტრის მანძილზე პირდაპირი ხაზით. მითითებულ დიაპაზონში ინერტული მასალის მოპოვება ნებადართულია ამ დებულების 7​4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-4 პუნქტით ან/და მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, თუ მოპოვება წარმოებს ჭარბი აკუმულაციის უბნებიდან შავი ზღვის ნაპირების (პლაჟების) აღდგენის მიზნით. მოპოვება დასაშვებია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ საზღვრებში ინერტული მასალა დასაწყობებულია (ტექნოგენური დანაგროვი) ჰიდროელექტროსადგურისთვის საჭირო სამშენებლო/საექსპლოატაციო სამუშაოების შედეგად.“.

2. 74  მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობის მიზნით, თუ პროექტის ღირებულება ან/და საინვესტიციო მოცულობა შეადგენს არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობას.“;

ბ) 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13.  ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება დაიშვება მხოლოდ 200 000 (ორასი ათასი) მ​3-ამდე მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ შემთხვევაში, ერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლება დაიშვება სააგენტოს მიერ მომზადებული შესაბამისი საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნით გათვალისწინებული ოდენობით.“;

გ) 14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, ასევე წარადგინოს პროექტის ან/და საინვესტიციო მოცულობის არანაკლებ 100 000 000 (ასი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.“;

დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები შეასრულოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 თვისა, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა. „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს ერთი წლის განმავლობაში. „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიისგან გათავისუფლებული პირი უფლებამოსილია, საშენი მასალების მოპოვებითი სამუშაოები განახორციელოს ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის განსაზღვრულ ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი