„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობის ფორმების, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 26 აგვისტოს №481 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№72
სარეგისტრაციო კოდი
120340000.22.026.017027
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №72

2022 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1

1. ბრძანების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს:

ა) მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1);

ბ) მატერიალური ფორმით გასაცემი სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №2);

გ) ელექტრონული ფორმით გასაცემი, არასაიდუმლო:

გ.ა)  სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება ტრანზიტი (დანართი №6);

გ.ბ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება ექსპორტი (დანართი №7);

გ.გ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება იმპორტი (დანართი №8);

გ.დ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა - სანებართვო ქმედება რეექსპორტი (დანართი №9);

გ.ე) სამხედრო პროდუქციის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №10);

გ.ვ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №11);

გ.ზ) სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №12);

გ.თ) სამხედრო პროდუქციაზე ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №13);

გ.ი) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №14);

გ.კ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №15);

გ.ლ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების დამზადების (წარმოების) სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №16);

გ.მ) სამოქალაქო იარაღის და ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების შეკეთების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №17);

გ.ნ) სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №18);

გ.ო) სამხედრო პროდუქციის დამზადების, წარმოების გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №19);

გ.პ) სამხედრო პროდუქციის შეკეთების (მოდერნიზებისა და ადგილზე მომსახურების ჩათვლით) გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი № 20);

გ.ჟ) სამხედრო პროდუქციით ვაჭრობის გენერალური სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №21).“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების:

ა)  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №3);

ბ) აღრიცხვის ჟურნალი (დანართი №4);

გ) ჩამოწერის აქტი (დანართი №5).“;

დ) მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) დანართი №1-ის:

ა.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო მოწმობის ფორმა“;

ა.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური ფორმით გასაცემი სალიცენზიო მოწმობის (ტექსტში შემდგომ - მოწმობის) ფორმა წარმოადგენს წყლისნიშნიანი 120გრ/მ2-140გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ბეჭდვით შესრულებულ ღია ლურჯი ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.“;

ბ) დანართი №2-ის:

ბ.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მატერიალური ფორმით გასაცემი სანებართვო მოწმობის ფორმა“;

ბ.ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მატერიალური ფორმით გასაცემი სანებართვო მოწმობის (ტექსტში შემდგომ – მოწმობის) ფორმა წარმოადგენს წყლისნიშნიანი 120გრ/მ2-140გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით ბეჭდვით შესრულებულ ღია მწვანე ფერის A4 ფორმის ერთფურცლიან მოწმობას.“;

გ) დანართი №3-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“;

დ) დანართი №4-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების აღრიცხვის ჟურნალი“;

ე) დანართი №5 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №5

სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტი №

ქ. თბილისი                                                                                                        „ ____“   „ ________“ ____ წ.

 

წინამდებარე აქტით ჩამოწერილია გამოსაყენებლად უვარგისი შემდეგი

სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობების ფორმები:

სალიცენზიო/სანებათვო მოწმობების ფორმის დასახელება

რაოდენობა ფორმის ნომერი ჩამოწერის საფუძველი
         
         
         

აქტის მიხედვით წარმოდგენილი გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების ჩამოწერას ვადასტურებთ ხელმოწერით:

 

ფორმების გამოყენებასა და

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი ________________________

 

სტრუქტურული ქვედანაყოფის

ხელმძღვანელი ______________________________“;

 

ვ) დანართი № 5-ის შემდგომ დაემატოს თანდართული № 6-N21 დანართები.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი ნოემბრიდან.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე