„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13/04
სარეგისტრაციო კოდი
200090000.18.011.016676
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/01/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №13/04

2023 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 05/07/2017; ს/კ: 200090000.18.011.016248) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების დანართი №1-ით დამტკიცებული:

ა) „ფორმა 3. პროვაიდერებს შორის გადახდების“:

ა.ა) სტრიქონი 2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გადამხდელის პროვაიდერის (ანგარიშმგები პროვაიდერის) მიერ შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერისათვის გადარიცხული თანხები“;

ა.ბ)  სტრიქონი 3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ანგარიშმგები პროვაიდერის მიერ სხვა პროვაიდერისაგან მიღებული ფულადი სახსრები, რომელიც ჩაერიცხა სხვა პროვაიდერს“;

ბ) „ფორმა 9. ინფორმაცია საგადახდო მომსახურებაში ჩართული სხვა პროვაიდერების შესახებ“ ფორმით გათვალისწინებული ცხრილი 9.1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხრილი 9.1: ანგარიშმგები პროვაიდერის შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერები“

2. ბრძანების დანართი №2-ით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმების შევსების ინსტრუქციის“:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ყოველი თვის 5 და 15 რიცხვამდე წარსადგენი ანგარიშგების შევსებისას ახალი ვალუტის გამოყენების შემთხვევაში, პროვაიდერი ვალდებულია 5 კალენდარული დღით ადრე დაუკავშირდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის განყოფილების პასუხისმგებელ ზედამხედველს და გამოაგზავნოს შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე psps@nbg.gov.ge“.

ბ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:

ბ.ა)  „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.ბ) სტრიქონი 1.2 „სხვა პროვაიდერისგან მიღებული ფულადი სახსრების ანგარიშმგები პროვაიდერის მიერ მიმღების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა“ – საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვა პროვაიდერისგან მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები, რომელიც პროვაიდერმა (როგორც შუამავალმა პროვაიდერმა) მიმღებს ჩაურიცხა მის საბანკო ანგარიშზე. ამ ქვესტრიქონის შესაბამისი რაოდენობის სვეტი არ ივსება;

ბ.ბ)  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სტრიქონი 2. „გადამხდელის პროვაიდერის (ანგარიშმგები პროვაიდერის) მიერ შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერისათვის გადარიცხული თანხები“ – საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადახდის ოპერაციების შესრულების მიზნით უშუალოდ გადამხდელისგან მიღებული ფულადი სახსრები, რომელიც პროვაიდერმა ჩაურიცხა მიმღების პროვაიდერს მიმღებისთვის გადაცემის ან შუამავალ პროვაიდერს  მიმღების პროვაიდერისთვის გადაცემის მიზნით;“.

ბ.გ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) სტრიქონი 3. „ანგარიშმგები პროვაიდერის მიერ სხვა პროვაიდერისაგან მიღებული  ფულადი სახსრები, რომელიც ჩაერიცხა სხვა პროვაიდერს“ – საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროვაიდერის მიერ სხვა პროვაიდერისაგან მიღებული მომხმარებლის ფულადი სახსრები, რომელიც პროვაიდერმა ჩაურიცხა სხვა პროვაიდერს.“.

გ) მე-14 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ცხრილი 9.1 „ანგარიშმგები პროვაიდერის შუამავალი პროვაიდერები ან/და მიმღების პროვაიდერები“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცხრილი 9.1 „ანგარიშმგები პროვაიდერის შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერები“ – ინფორმაცია იმ შუამავალი ან/და მიმღების პროვაიდერების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ანგარიშმგები პროვაიდერი ახორციელებს მიმღების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის თანხის გადაცემას.“;

გ.გ)  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ცხრილი 9.1 -ის სვეტებს აქვთ შემდეგი შინაარსი:

ა) სვეტი 1 „პროვაიდერის დასახელება“ – შუამავალი ან მიმღების პროვაიდერის დასახელება, რომლის მეშვეობითაც ანგარიშმგები პროვაიდერი ახორციელებს მიმღების პროვაიდერისთვის ან მიმღებისთვის თანხის გადაცემას;

ბ) სვეტი 2 „სამართლებრივი ფორმა“ – შუამავალი ან მიმღების პროვაიდერის სამართლებრივი ფორმა;

გ) სვეტი 3 „გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი“ – შუამავალი ან მიმღების პროვაიდერის გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) სვეტი 4 „პროვაიდერის ტიპი“ – შუამავალი ან მიმღების პროვაიდერის ტიპი (შუამავალი ბანკი, მიმღების ბანკი, შუამავალი პროვაიდერი, მიმღების პროვაიდერი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვა პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საგადახდო მომსახურება);

ე) სვეტი 5 „პროვაიდერის რეგისტრაციის ქვეყანა“ – ქვეყნის დასახელება, სადაც რეგისტრირებულია შუამავალი ან მიმღების პროვაიდერი;

ვ) სვეტი 6 „საზედამხედველო ორგანო“ – პირის დასახელება, რომელიც ზედამხედველობას უწევს შუამავალ ან მიმღების პროვაიდერს;

ზ) სვეტი 7 „პროვაიდერის მიერ განხორციელებული გადახდების თანხა“ – გადახდის ოპერაციების ჯამური თანხა, რომელიც ანგარიშმგები პროვაიდერის მიერ განხორციელდა შუამავალი ან მიმღების პროვაიდერის დახმარებით.“.

3. ბრძანების დანართი №3-ით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმების ეროვნულ ბანკში წარდგენის ვადა და მეთოდის“ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია პროვაიდერებმა ეროვნულ ბანკში უნდა წარადგინონ „NBFI დისტანციური ზედამხედველობის პორტალის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 აპრილის №69/04 ბრძანებით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის პირველ მარტს.

 


ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.01.2023.
როდის იქნა მიღებული „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.01.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №13/04. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.18.011.016676.
რამდენი მუხლისგან შედგება „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.01.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №13/04, 25.01.2023, სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016676 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.01.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5693140/