,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№029
სარეგისტრაციო კოდი
270070000.70.082.016042
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/05/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №029

2020 წლის 6 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებით (ვებგვერდი, 10/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 270070000.70.082.016017) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს გენერალური პროკურორისა (შემდგომში – გენერალური პროკურორი) და გენერალური პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. დეპარტამენტის მიზნები

დეპარტამენტის მიზანია საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობისა და პროკურატურის განვითარების უზრუნველყოფა, დანაშაულისა და სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი.“.

3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების (გარდა გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისა) საქმიანობის შეფასება გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებული პროკურორთა/პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის (შემდგომში – შეფასების სისტემა)  შესაბამისად;“;

ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული პროექტების ინიცირება და განხორციელება;“;

გ) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება;“;

დ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ჟ) გენერალური პროკურორისა და გენერალური პროკურორის მოადგილეების დავალებების შესრულება, აგრეთვე, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით  მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელება“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) პროკურატურის საქმიანობისათვის პრიორიტეტულ თემებზე სამართლებრივი კვლევების ინიცირებას და მათი ჩატარების ორგანიზებას;“;

ბ) მე-4 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) პროკურატურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე პროექტების ინიცირებას და იმპლემენტაციას;“;

გ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს - სტრატეგიული განვითარებისა და სისხლის სამართლის პოლიტიკის საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელებას.“.

5. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ და ,,ლ2“ ქვეპუნქტები:

„ლ1) ექვს  თვეში ერთხელ გენერალურ პროკურორს წარუდგენს  ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების,  მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების განხილვის შედეგებისა და გატარებული  ღონისძიებების შესახებ;

ლ2)  ყოველი წლის ბოლოს გენერალურ პროკურორს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში  მომავალში გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;“.

6. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.

7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.“.

8. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. დეპარტამენტის თანამშრომლები

1. დეპარტამენტში შრომით საქმიანობას ეწევიან:

ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;

ბ) სამმართველოს პროკურორები;

გ) სამმართველოს მრჩევლები;

დ) მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი;

ე) დეპარტამენტის სპეციალისტი;

ვ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

2. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი.

3. შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობების  შესრულებას.

4. დეპარტამენტის თანამშრომლების საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები დეპარტამენტის ამოცანათა შესაბამისად განისაზღვრება დეპარტამენტის უფროსის ზეპირი ან წერილობითი დავალებით.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.05.2020.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 06.05.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს გენერალური პროკურორი. დოკუმენტის ნომერი — №029. სარეგისტრაციო კოდი — 270070000.70.082.016042.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.05.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება „,,საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 მარტის №005 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №029, 06.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 270070000.70.082.016042 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.05.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4860548/