„საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №60 |
|
2024 წლის 5 ივლისი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 12 მარტის №06 ბრძანებაში (ვებგვერდი, 15/03/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120300000.22.026.016862) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თავდაცვის კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში (შემდგომში – სამინისტრო) უწყებრივ დონეზე სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების სახეებს, მათი რეგულირების სფეროებსა და განხორციელების წესს, დაგეგმვის ვადებს, აგრეთვე შეფასებისა და მონიტორინგის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს.“; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა. 2. სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის დოკუმენტები ექვემდებარება განახლებას ქვეყნის თავდაცვის საჭიროებიდან გამომდინარე.“; გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები (შემდგომში – კონცეპტუალური დოკუმენტები), მუშავდება ეროვნული დონის დოკუმენტების საფუძველზე. 2. კონცეპტუალური დოკუმენტებია: ა) თავდაცვის სამინისტროს ხედვა; ბ) თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა; გ) თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო. 3. თავდაცვის სამინისტროს ხედვა განსაზღვრავს ორგანიზაციის ღირებულებებს, მიდგომებს, განზრახვებსა და პრინციპებს, აგრეთვე სამინისტროს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს სახელმწიფო თავდაცვის სფეროში ან/და მის ცალკეულ მიმართულებებში თუ საკითხებში. თავდაცვის სამინისტროს ხედვა წარმოადგენს სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის ფუძემდებლურ დოკუმენტს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის უწყებრივი დონის სხვა კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტები. 4. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა განსაზღვრავს სამინისტროს წინაშე არსებულ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს, ვადებს, საშუალებებს, საჭირო რესურსებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს (ფინანსური და სხვა), აგრეთვე მის აღსრულებაზე სამინისტროს პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი თავსებადია თავდაცვის სამინისტროს ხედვის დოკუმენტში განსაზღვრულ პრიორიტეტებთან. 5. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო: ა) განსაზღვრავს სამინისტროს შემდგომი წლების პრიორიტეტული მიმართულებების საბიუჯეტო პროგრამებს და საორიენტაციო ფინანსურ ზღვრულ მოცულობებს; ბ) მოიცავს საჭირო მითითებებსა და რეკომენდაციებს თავდაცვის (საბიუჯეტო) პროგრამების ხელმძღვანელებისა და სამინისტროს პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულებისათვის, აგრეთვე თავდაცვის პროგრამების მართვაში ჩართული სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; გ) მოიცავს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების პრინციპებს, რომლის გათვალისწინებაც ხდება საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებისას; დ) ითვალისწინებს გასულ წლებში მიღებულ გამოცდილებას და მოიცავს განახლებული საბიუჯეტო პროგრამების სტრუქტურას საბიუჯეტო და შემდგომი სამი წლისათვის (1+3). 6. თავდაცვის პროგრამების სახელმძღვანელო ეფუძნება თავდაცვის სამინისტროს ხედვას და თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს. 7. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ დოკუმენტის შემადგენელი ნაწილია. 8. ამ მუხლით განსაზღვრულ კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო ნაწილი, რომელიც მტკიცდება სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვით. 9. ამ მუხლით განსაზღვრული კონცეპტუალური დოკუმენტები მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამ დოკუმენტებით განსაზღვრული დაგეგმვის პერიოდის დაწყებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.“; დ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები (შემდგომში – ორგანიზაციული დოკუმენტები) მუშავდება სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის დოკუმენტების ან/და ამ დებულებით განსაზღვრული კონცეპტუალური დოკუმენტების საფუძველზე და მათ აღსასრულებლად.“; ე) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მდგრადობა, რომელიც განსაზღვრავს მიღწეული მიზნის გრძელვადიანი შენარჩუნების უნარს. აღნიშნულზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფია სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტი.“; ვ) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმის პროექტს, შესაბამის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, შეიმუშავებენ სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების და J-5 დეპარტამენტები, სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის მონაწილეობით. 2. თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის აღსრულების მონიტორინგი ხორციელდება წელიწადში ოთხჯერ – ყოველი კვარტალის დასრულების შემდეგ სამინისტროს რეფორმების კოორდინაციისა და რისკების მართვის დეპარტამენტის მიერ.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|