📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.2022
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010330000.35.144.016406
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2022
matsne.gov.ge 696 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ შუბითიძე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ონის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 27.09.2018 წალკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 01.10.2018 ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.11.2015 კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 17.02.2023 დუშეთის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 06.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №11 2022 წლის 28 ოქტომბერი ქ. ქარელი ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი, დანართი №1- ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 6 მაისის №23 დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“(www.matsne.gov.ge. 110510018,13/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.35.144.016049) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე დანართი №1 ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს  წესი  განსაზღვრავს  ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს.  2. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული,  სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის, ან/და საქართველოს წინაშე; ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი  ქარელის მუნიციპალიტეტის, ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; 3.  პირს ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება  სიცოცხლეში ერთხელ. 4 ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ კონკრეტული დამსახურებისათვის. დაუშვებელია ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურები წლებისა  და   საიუბილეო   თარიღის  გამო. მუხლი 2🔗. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წამოყენების წესი და პირობები 1. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) მუნიციპალიტეტის მერს; გ) საკრებულოს თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს; ე) საინიციატივო ჯგუფს, მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით; ვ)  ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ, ქარელის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს. 2. კანდიდატის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით, რასაც თან უნდა ერთვოდეს: ა) „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მისანიჭებლად კანდიდატის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანიზაციის, ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების აღნიშვნით; ბ) კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები; მუხლი 3🔗. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება 1. ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ქარელის მუნიციპალიტეტის მერს. 2. წარდგენილი კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს, ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი,  ,,ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამუშაო ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაში შედიან საკრებულოს, მერიის და საზოგადოების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის უფროსი ირჩევს სამუშაო ჯგუფი საკუთარი შემადგენლობიდან, სამუშაო ჯგუფის წევრთა ხმათა უმრავლესობით.  3. სამუშაო ჯგუფის სხდომას იწვევს და წარმართავს ჯუფის უფროსი,  სამუშაო ჯგუფი იკრიბება  წელიწადში ერთხელ მაინც, 4. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირისათვის  ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭების უფლება ენიჭება ქარელის მუნიციპალიტეტის მერს. 5.  ქარელის მუნიციპალიტეტის მერი,  „ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭებაზე  გადაწყვეტილებას,  იღებს  ბრძანების სახით. 6.  ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობის და სიგელის  ფორმას ბრძანებით ამტკიცებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერი; მუხლი 4🔗. ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1. ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას, სამუშაო ჯგუფის მიერ, შესაბამისი კანდიდატის  განხილვის შემდეგ, კანდიდატის წარმდგენი-ინიციატორი ქარელის მუნიციპალიტეტის მერს  წარუდგენს წარდგენილი კანდიდატის წერილობით თანხმობას და 2 (ორ) ფოტოსურათს, ზომით 3X4; 2. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას, წოდების მიმღებს გადაეცემა  ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა   და შესაბამისი სიგელი. 3. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე, ქარელის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს  ქარელის მუნიციპალიტეტის მერი. იგი დასტურდება  ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ბეჭდით. 4.  ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, წოდების მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში, ან მის გარეშე. 5. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, მისი მინიჭების დღეს, შეიძლება, გადაეცეს ფასიანი საჩუქარი, ან /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 6. ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში, სახელწოდებით - „ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს, შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის ვებგვერდებზე. 7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს  ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, სადაც აისახება ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები,  თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს  ეს წოდება). მუხლი 5🔗. ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის საფუძვლები 1. პირს შეიძლება ჩამოერთვას ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება, თუ მის მიერ ჩადენილ იქნა:  ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი  დანაშაული; ბ) ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება მორალურ - ეთიკურ ნორმებს. 2.  ქარელის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევის უფლება აქვს ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ქარელის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების  სამუშაო ჯგუფის  დასკვნის  საფუძველზე.