საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №109,112,114 ბრძანებების გაუქმებისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №110,111,113 ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 6 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (5)
- „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახ 28.12.2001
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის“ დებულების დამტკიცების შესახებ 28.12.2001
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ 28.12.2001
- ”საზღვაო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წ 28.12.2001
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე 28.12.2001
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.096
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №40
2003 წელი 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №109, №112, №114 ბრძანებების გაუქმებისა და საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №110, №111, №113, ბრძანებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის №/1/187-188 გადაწყვეტილების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. გაუქმდეს საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №109, №112, №114 ბრძანებებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავტომობილო ტრასპორტის სფეროში, საზღვაო ტრასპორტის სფეროში სატრასპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულებები (საკანონმდებლო მაცნე №137, 28.12. 2001).
2. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №110 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დებულების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები:“ საქართველოს კანონით „ ტრასპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ განსაზღვრული სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური“ (საკანონმდებლო მაცნე №137, 28.12.2001).
3. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №111 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულებიდან“ ამოღებულ იქნეს:
ა) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან სიტყვები „ავტოსატრასპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური“;
ბ) 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი (საკანონმდებლო მაცნე №137, 28.12.2001).
4. საქართველოს ტრასპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №113 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს საზღვაო ტრასპორტის ადმინისტრაციის დებულების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სატრასპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური“ (საკანონმდებლო მაცნე №137, 28.12.2001).
5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი