გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-932
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016754
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/12/2022
matsne.gov.ge 1,035 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 05.12.2022 გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონი 89% 02.03.2021 ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 30.07.2025 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 86% 28.02.2019 გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 24.06.2022

დოკუმენტის ტექსტი

გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-932 2022 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტისა და „გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №347 დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი  კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესი“.  მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების საგანი „გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განმხილველი კომისიის შემადგენლობის, საქმიანობის წესის განსაზღვრის და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობისა და მათი შრომის ანაზღაურების წესი (შემდგომ - წესი) არეგულირებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი) შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ -სამინისტრო) მიერ შექმნილი, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმისა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განმხილველი კომისიის (შემდგომ – კომისია) ფუნქციებს, შემადგენლობას, საქმიანობის წესს და აღნიშნული კომისიის მუშაობაში საზოგადოებრივი ექსპერტების მონაწილეობასა და მათ შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლი 2🔗. კომისიის ფუნქციები და შემადგენლობა 1. სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უფლებამოსილია შექმნას კომისია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კომისიის ძირითადი ფუნქციაა კანონის შესაბამისად სააგენტოში წარდგენილი, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება. 3. კომისია ასევე უფლებამოსილია განიხილოს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული გამოსასწორებელი ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის (გეგმაში ცვლილების შეტანის) საკითხი, აგრეთვე, გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორციელების საჭიროების საკითხი (გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ კანონის შესაბამისად, სააგენტოში წარდგენილი ინფორმაცია/დასაბუთება დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის/შეუძლებლობის შესახებ), გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები და მოამზადოს შესაბამისი დასკვნა. 4. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონით, კანონის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა კომისია შედგება ექსპერტებისაგან. ექსპერტი შეიძლება იყოს სააგენტოს, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულების წარმომადგენელი. საჭიროების შემთხვევაში, კომისიის მუშაობაში მონაწილეობისთვის სააგენტომ შეიძლება მოიწვიოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საზოგადოებრივი ექსპერტ(ებ)ი. სააგენტოს ასევე, უფლება აქვს საზოგადოებრივ ექსპერტად მოიწვიოს უცხო ქვეყნის ფიზიკური/იურიდიული პირი, ან მოქალაქეობის არმქონე პირი. მუხლი 4🔗. საზოგადოებრივი ექსპერტი 1. საზოგადოებრივი ექსპერტი შეიძლება იყოს მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ფიზიკური პირი ან/და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე იურიდიული პირი. 2. საზოგადოებრივი ექსპერტი კომისიის მუშაობაში მონაწილეობს სააგენტოსთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 3. განსახილველი საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, კომისიის კონკრეტული შემადგენლობა სააგენტოს მიერ განისაზღვრება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში. 4. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ბ) სააგენტოში/კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილე პირი; გ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით/საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; დ) საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილე პირი; ე) სამინისტროს/სააგენტოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ან გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირი (ნათესაური კავშირი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით). მუხლი 5🔗. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება 1. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებას სააგენტო ახორციელებს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ან საკუთარი შემოსავლებიდან. 2. საზოგადოებრივ ექსპერტთან შრომით ხელშეკრულებას აფორმებს სააგენტო. 3. საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თითოეულ შემთხვევაში 500 ლარით. საზოგადოებრივი ექსპერტის, როგორც კომისიის თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 700 ლარით. 4. უცხო ქვეყნის სუბიექტის და მოქალაქეობის არმქონე პირის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება აღნიშნულ სუბიექტს/პირს და სააგენტოს შორის შეთანხმებით. 5. კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის განხილვისთვის, აგრეთვე მასში ცვლილების შეტანის საკითხისა და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების (მათ შორის, ექსპერტიზის, კვლევითი სამუშაოების ღირებულების, საზოგადოებრივი ექსპერტის შრომის ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯების) სრულად ანაზღაურება. აღნიშნული ხარჯების ანაზღაურება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მოთხოვნიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 6🔗. კომისიის წევრების უფლებამოსილებები 1. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ბრძანებით. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) განიხილოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტი და გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხი; ბ) განიხილოს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი: ბ.ა) ინფორმაცია დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ; ბ.ბ) დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში/პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის დასაბუთება (მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განხორციელების საჭიროების საკითხი); გ) განიხილოს დაინტერესებული პირების შენიშვნები/მოსაზრებები მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან (გეგმაში ცვლილების შეტანის საკითხთან) და დაზიანებული ტერიტორიის აღდგენასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; დ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სხდომაზე მიიწვიოს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი, შესაბამისი დარგების ექსპერტები, სხვა დაინტერესებული პირები; ე) ადმინისტრაციული ორგანოებისგან მიიღოს ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს თავისი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო სხვა ქმედებები. 3. კომისიის წევრები უფლებამოსილი არიან ადგილზე დაათვალიერონ დაზიანებული ტერიტორია, ასევე, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია განხორციელდეს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები. მუხლი 7🔗. კომისიის დასკვნა 1. კომისიის მუშაობის შედეგი აისახება კომისიის დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. 2. კომისია დასკვნას ამზადებს: ა) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვის შემთხვევაში – კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში; ბ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის საკითხის განხილვის შემთხვევაში – კომისიის შექმნიდან 30 დღის ვადაში; გ)  მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის შემთხვევაში – კომისიის შექმნიდან 20 დღის ვადაში. 3. კომისიის დასკვნის სააგენტოსთვის წარდგენას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის დასკვნა სარეკომენდაციოა და სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი გათვალისწინება სავალდებულო არ არის. 5. კომისიის წევრს, რომელიც კომისიის დასკვნას არ ეთანხმება, უფლება აქვს, წერილობით ჩამოაყალიბოს საკუთარი განსხვავებული აზრი, რომელიც დაერთვება კომისიის დასკვნას.