კულტურა, ახალგაზრდობადასპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 3,844.8 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
|
კოდი
|
დასახელება
|
2023 წლის პროექტი
|
|
05 00
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
3,844.8
|
|
05 01
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
1,916.5
|
|
05 01 01
|
სპორტული ღონოისძიებების დაფინანსება
|
53.8
|
|
05 01 02
|
სპორტული სკოლების ხელშეწყობა
|
1,590.0
|
|
05 01 03
|
სპორტული ობიექტების აღჭურვა, მშენებლობა-რეაბილიტაცია,ექსპლოატაცია
|
192.7
|
|
05 01 04
|
წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ხარჯები
|
80.0
|
|
05 02
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
|
1,820.4
|
|
05 02 01
|
კულტურული ღონოისძიებების დაფინანსება
|
133.3
|
|
05 02 02
|
ტელევიზიის დაფინანსება
|
50.0
|
|
05 02 03
|
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
|
213.8
|
|
05 02 04
|
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
|
191.4
|
|
05 02 05
|
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა
|
692.0
|
|
05 02 06
|
მუზეუმების ხელშეწყობა
|
225.0
|
|
05 02 07
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების ხელშეწყობა
|
134.9
|
|
05 02 08
|
მეგობრობის ცენტრის ხელშეწყობა
|
180.0
|
|
05 03
|
ახალგაზრდული ორგანიზაციების ღონისძიებების დაფინანსება
|
107.9
|
|
05 03 01
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
107.9
|
|
კ ოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული ღონისძიებების დაფინანსება
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 01
|
53.8
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათ ჩართვას სხვადასხვა სპორტულ სახეობებში. სწორედ ამისთვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს შემდეგ სპორტულ ღონისძიებებს: „აპარნობა“; „თელეთობა“; „ლევან დევდარიანის სახელობის ტურნირი ფრენბურთში და ფეხბურთში“; „ამირან გაჩეჩილაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში“; "ღვთაებობა"; „სპორტის კვირეული“; და სასკოლო სპორტული ოლიმპიადა.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია:
- ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას;
- მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში;
- მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით.
მოსალოდნელი შედეგი: წლიდან წლამდე ღონისძიენბებში ჩართულ მონაწილეთა გაზრდილი რაოდენობა.გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG), რომლის მიღწევასაც ემსახურება ქვეპროგრამა-მიზანი 4 - ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.
|
|
კ ოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული სკოლების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 02
|
1,590.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ააიპ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის მიზნებია ახალგაზრდა თაობის სპორტული აღზრდა, ცენტრში რეგისტრირებულ სპორტსმენთა ხელშეწყობა და განვითარება. ამ მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ფულადი სუბსიდიები სპორტული დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამებისათვის. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფუნქციონირებს 12 სპორტული დარბაზი, 4 სპორტული მოედანი და რამოდენიმე საჯარო სკოლის დარბაზი. აღნიშნულ ობიექტებზე დასაქმებულია 60 მწვრთნელი. ცენტრში ფუნქციონირებს სპორტის 11 სახეობა, ეს სახეობებია: ძიუდო-07 ჯგუფი; თავისუფალი ჭიდაობა-06 ჯგუფი; ბერძნულ-რომაული-03 ჯგუფი; ქართული ჭიდაობა -01 ჯგუფი; ფეხბურთი -06 ჯგუფი; კრივი -05 ჯგუფი; ფარიკაობა -01 ჯგუფი; კალათბურთი -02 ჯგუფი; ჯიუ-ჯიცუ -01 ჯგუფი; რაგბი- 02 ჯგუფი; მკლავჭიდი-01 ჯგუფი. სულ 35 ჯგუფი და 850 სპორტსმენი. მუნიციპალიტეტი სპორტული ცენტრის მეშვეობით ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და ახორციელებს მათ დაჯილდოვებას, ასევე უზრუნველყოფს ცენტრში სპორტულ წრეებზე მოსიარულეთა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას ქვეყნის მასშტაბით. ქვეპროგრამა ხელს უწყობს სპორტულ აქტივობებში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის განხორციელებას და სპორტული წრეების საქმიანობაში გოგონებისა და ბიჭების განსხვავებული საჭიროებების გათვალისწინებას. ქვეპროგრამების ფარგლებში გათვალისწინებულია სერვისების იმგვარად შეთავაზება, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარება-პოპულარიზაცია, ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. ხელი შეუწყოს მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; მეტი მოზარდის ჩართვა სპორტში; სპორტული წრეებისა და ჯგუფების რაოდენობის გაზრდა; მუნიციპალიტეტის სპორტული შედეგების წარმოჩენა ქვეყნის მასშტაბით. წლიდან წლამდე სასპორტო სკოლით მოსარგებლეთა გაზრდილი რაოდენობა.შედეგი: ხელშეწყობილია ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და უზრუნველყოფილია სპორტის სხვადასხვა სახეობების თანაბარი ხელმისაწვდომობა და შექმნილია თანაბარი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სპორტული წრეებით სარგებლობისთვის; სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ჩართულია სპორტულ განვითარებაში.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტული ობიექტების აღჭურვა, მშენებლობა-რეაბილიტაცია,ექსპლოატაცია
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 03
|
192.7
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ახალგაზრდების სპორტულ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა სახეობებში სპორტული კლუბების ხელშეწყობა და განვითარება, კლუბების საჭირო ინვენტარით და სპორტსმენთა ეკიპირებით უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის შექმნა და რეაბილიტაცია, მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.სპორტული ობიექტების მოწყობის დროს მნიშვნელოვანია გენდერული ასპექტების გათვალისწინება, ამდენად მუნიციპალიტეტი სპორტული მოედნებისა და დარბაზების დაგეგმარების დროს ითვალისწინებს ბიჭებისა და გოგონების ინტერესებს და რესურსების გათვალისწინებით ქმნის გენდერულად მგრძნობიარე სპორტული ინფრასტრუქტურას, სადაც გათვალისწინებულია გოგონებისა და ბიჭებისთვის გასახდელები, სველი წერტილები და მოწყობილია ადაპტირებული გარემო. 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 2022 წლის გარდამავალი პროექტის - სართიჭალის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის დასრულება.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა სპორტის სახეობაში. შედეგი: შექმნილია გენდერულად მგრძნობიარე სპორტული ინფრასტრუქტურა
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ხარჯები
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 01 04
|
80.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
სპორტის ეროვნულ ფედერაციებთან, სპორტულ ასოციაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა; მწვრთნელ-მასწავლებლებისა და წარმატებული სპორტსმენი ბავშვების სოციალური და მატერიალური პირობების გაუმჯობესება. მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში მიღწეული წარმატებებისათვის გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების მატერიალური წახალისება;
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადება და მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში. შედეგი: წარმატებული სპორტსმენები და მათ მწვრთნელები წახალისებული არიან და უზრუნველყოფილია ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მონაწილეობა საერთაშორისო და ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურული ღონოისძიებების დაფინანსება
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 01
|
133.3
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი კულტურულ-საგანმანათლებლო და სახალხო დღესასწაულების ჩატარებას, როგორიცაა : აზერბაიჯანული სახალხო დღესასწაული ,,ბაირამობა“; ასირიული სახალხო დღსასწაული ,,ხაბ-ნისანი''; რელიგიური ,,აღდგომის'' დღესასწაული; საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი; სახალხო დღესასწაული ,,გარდაბნობა''; საახალწლო ღონისძიება; "სპექტაკლის და ფილმების ჩვენება"
ქვეპროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ვალდებულებას იღებს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება დატვირთული იყოს შინაარსობრივად მრავალფეროვანი, სანახაობრივად საინტერესო და კულტურული ღირებულებების მქონე მთელი რიგი ღონისძიებებით, რისთვისაც წლის დასაწყისში კეთდება გეგმა-გრაფიკი და ამ თანამიმდევრობით ხდება მათი განხორციელება.
ღონისძიებები ერთმანეთისაგან შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებულია. განათლებისა და კულტურის განყოფილება ცდილობს დანერგოს ინოვაციები, რათა ეს ღონისძიებები პასუხობდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს. ღონისძიებებში მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი კოლექტივები, ასევე მოწვეული ანსამბლები, ქართული საესტრადო მომღერლები და ფოლკლორული ჯგუფები, ღონისძიებათა ჩასატარებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილია თანხა და ხდება მისი გეგმიური გადანაწილება წლის ბოლომდე.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
კულტურულ შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ფართო მასების ჩართულობა, მოსახლეობაში ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია, შემოქმედებითი უნარების განვითარება; თეატრალური სფეროსადმი, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმებისადმი მოსახლეობის დაინტერესების ზრდა და ჩართულობის გაზრდა;
მუსიკის, ხელოვნების შესწავლით დინტერესებულ პირთა მოძიება და შეკრება. მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ხელოვნების მოყვარული მოსწავლეების წარმოჩინება და ხელოვნების სფეროს პროპაგანდა.
სამხატვრო სკოლის პროფილების განვითარება, სასწავლო დონის ამაღლება, ხელოვნების მოყვარულ მოზარდთა კონტიგენტის გაზრდა. სამხატვრო სკოლის აღსაზრდელთა ჩართულობა გამოფენებში და სხვა შემოქმედებით ღონისძიებებში. შედეგი: შექმნილია პირობები კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, უზრუნველყოფილია კულტურულ-შემოქმედებით ცხოვრებაში მოსახლეობის ჩართულობა და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ტელევიზიის დაფინანსება
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 02
|
50.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
საზოგადოების დიდი ნაწილი ახალ ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ ძირითადად სოციალური მედიის საშუალებით იღებს და ამდენად ინფორმაციის გავრცელების არეალის პრობლემასთან ერთად, მიწოდებული ინფორმაციის ხარისხის საკითხიც დგება.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამის მიზანია მოსახლეობას სწორად და დროულად მიეწოდოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტში არსებული წარმატებული სხვადასხვა კულტურული და ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესახებ.
|
|
კ ოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 03
|
213.8
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი დაწყებითი სამუსიკო განათლების სამი სკოლა: გარდაბნის, ნორიოსა და მარტყოფის. სკოლები მოიცავს საფორტეპიანო, ხალხური საკრავებსა და ვოკალის მიმართულებებს. სკოლაში სწავლა ექვსწლიანია. დაწყებით სამუსიკო განათლებას 200 მოსწავლე ეუფლება. (გარდაბანში -94 მოსწავლე, მარტყოფში -54, ნორიოში -52) გარდაბნის სამუსიკო სკოლაში 15 საშტატო ერთეულია , ნორიოს სამუსიკო სკოლაში - 14,ხოლო - მარტყოფის სამუსიკო სკოლაში -12) პედაგოგების ანაზღაურება საათობრივია. ძირითადი საგნის ღირებულება 14,50 ლარია, არჩევითი საგნის- 14 ლარი). სამუსიკო სკოლებში პედაგოგთა ანაზღაურება თანადაფინანსებითია , ოქტომბრიდან ივნისის ჩათვლით -9 თვე მოსწავლე ყოველთვიურად 16 ლარს იხდის. (მთელი წლის განმავლობაში 25000 ლარი) სოციალურად დაუცველი 10 მოსწავლე გათავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან.)
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
დაწყებითი სამუსიკო განათლების მიზანია: დაწყებითი სამუსიკო განათლების მიცემა მუსიკის სფეროში,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის განათლებულ და კულტურულ ადამიანად ჩამოყალიბებას, მუსიკის მსმენელად, მუსიკის შემსრულებელ-მოყვარულად აღზრდას . შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში ჩაბმის გზით გამოუმუშავებს შემოქმედებითი საქმიანობის აუცილებელ უნარ-ჩვევებს. განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეთა გამოვლენა.
კლასიკური მუსიკის, სიმღერის და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე , მონაწილეობის მიღება ფესტივალებსა და კონკურსებში საქართველოს მთელ ტერიტიორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირება, სამუსიკო დაწყებით განათლებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების და მოზარდების მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში, როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სამუსიკო დაწყებითი განათლების მისაღებად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სამუსიკო სკოლები წლის განმავლობაში შეუფერხებლად ფუნქციონირებენ და შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი პირობები გოგონებისა და ბიჭებისთვის სამუსიკო დაწყებითი განათლების მისაღებად და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 04
|
191.4
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ბიბლიოთეკების დეპარტამენტთან არსებული გარდაბნის(12 საშტ.ერთ), ნორიოს(4 საშტ.ერთ), მარტყოფის(2 საშტ.ერთ), საცხენისის (2 საშტ.ერთ) და გამარჯვების(3 საშტ.ერთ) ბიბლიოთეკები.
ბიბლიოთეკების დეპარტამენტის ყოველდღიურად ემსახურება სხვადასხვა ასაკის მკითხველს და ეხმარება ენციკლოპედიების, ლექსიკონების და სხვადასხვა ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიებაში.
ბიბლიოთეკების საერთო წიგნადი ფონდი 65 000 წიგნს შეადგენს, რომელიც ყოველწლიურად ახლდება ახალი ლიტერატურით.
ბიბლიოთეკის დეპარტამენტის მუშაობს საკატალოგო ბარათების აღწერა-განახლებაზე; პარალელურად იწარმოება ხმარებისათვის გამოუადეგარი, გაცვეთილ და მოძველებული წიგნების ჩამოწერა. წიგნადი ფონდი სუფთავდება პოლიტიკურად და დარგობრივად მოძველებული წიგნებისაგან. ეწყობა სანიტარულ-ჰიგიენური დღეები.
ბიბლიოთეკის დეპარტამენტის აწარმოებს წიგნების უარების ჟურნალს, რომელზე დაყრდნობითაც ხდება ფონდში არ არსებული და მოთხოვნადი წიგნების შეძენა. იწარმოება დაგვიანებულ მკითხველთა სიები. ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ბიბლიოთეკების დეპარტამენტის მიზანია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა და მდიდარი წიგნადი ფონდით უზრუნველყოფა. ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათი ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დევიზით „მეგობრები ყვალგან გვყავს“. მკითხველთათვის წიგნების შერჩევა, ფართო სპექტრის მკითხველის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება და წიგნის ხელმისაწვდომობა.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბიბლიოთეკები გამართული და შეუფერხებელი მუშაობა წლის განმავლობაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის მკითხველთა მოთხოვნების დაკმაყოფილება. მოსალოდნელი შედეგი: უზრუნველყოფილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი ბიბლიოთეკების გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება წლის განმავლობაში და შექმნილია პირობები მოსახლეობის, განსაკუთრებით მოზარდი-ახალგაზრდების წიგნით დაინტერესებისთვის
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 05
|
692.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის დეპარტამენტთან არსებული ნორიოს (5 საშტ.ერთ.), მარტყოფის(4 საშტ.ერთ), ახალსოფლის,(3 საშტ.ერთ) სართიჭალის(8 საშტ.ერთ), გამარჯვების (4 საშტ.ერთ), ახალი სამგორისა(3 საშტ.ერთ) და ნაგების(2 საშტ.ერთ) ფილიალები და სათაო ცენტრი (28 შტატი) და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ბეთანია“ (16 საშტ.ერთ)
კულტურის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს შემოქმედებითი საღამოების, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასათის ღონოსძიებების, ხსოვნის საღამოების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისადმი მიძღვნილი საღამოების, ქვეყნისათვის მნიშვნელვანი და გამორჩეული თარიღების აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვასა და გამართვას. ასევე თეატრალური, საკონცერტო, სანახაობრივი, გასართობი, საინფორმაციო, საგამოფენო, ლიტერატურული, საწესჩვეულებო და ა.შ ღონისძიებების პროგრამების მომზადებასა და წარმოდგენას. გამოავლენს ხალხურ მთქმელს, ნიჭიერ იინდივიდუალურ შემსრულებლებსა და კოლექტივებს.
ხელმძღვანელობს ხალხური რეწვის (ხელოსნობა, ქარგვა, კერვა, თექა, გობელინი, და ა .შ) მივიწყებული დარგების აღორძინებას და პოპულარიზაციას.
ააიპ გარდაბნის მუნციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის კულტურის დეპარტამენტთან ფუნქციონირებს უფასო სახელოვნებო წრეები , რომელშიც 250 მოზარდია გაწევრიანებული ესენია:
საეკლესიო გალობის შემსწავლელი წრე - (ქ.გარდაბანი), ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი (ქ. გარადბანი), დასარტყამი ინსტრუმენტების შემსწავლელი (ქ.გარდაბანი),ხატვის შემსწავლელი,
ასურული ცეკვის შემსწავლელი , ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავთა შემსავლელი ორი წრე (გამარჯვება და ახალსოფელი) - ტექსტილისა და ხატვის შემსწავლელი (ნორიო) , სამი თეატრალური წრე (ნორიო, მარტყოფი და სართიჭალა) და ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ზეგარდი“და „სვანთა“ .(ქ.გარდაბანი)ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის , გენდერული თანასწორობა
მიზანი 10 - შემცირებული უთანასწორობა.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამის მიზანია: შემოქმედებითი საღამოების, ინტელექტუალური და შემეცნებითი ხასათის ღონოსძიებების, ხსოვნის საღამოების, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების განვლილი შემოქმედებითი ცხოვრებისადმი მიძღვნილი საღამოების, ქვეყნისათვის მნიშვნელვანი და გამორჩეული თარიღების აღსანიშნავი ღონისძიებების დაგეგმვა და გამართვა. ასევე თეატრალური, საკონცერტო, სანახაობრივი, გასართობი, საინფორმაციო, საგამოფენო, ლიტერატურული, საწესჩვეულებო და ა.შ ღონისძიებების პროგრამების მომზადება და წარმოდგენა. ხალხურ მთქმელების, ნიჭიერი ინდივიდუალურ შემსრულებლებსა და კოლექტივების გამოვლენა. ხალხური რეწვის მოვიწყებული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია.
ღონისძიებების გამართვა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე , მონაწილეობის მიღება ფესტივალებში,კონკურსებში, საქართველოს მთელ ტერიტიორიაზე.
მოსალოდნელი შედეგი: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურის დეპარტამენტის ფილიალებისა და მასთან არსებული წრეების გამართული და შეუფერხებელი მუშაობა წლის განმავლობაში. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურული მოთხოვნების დაკმაყოფილება და მათი მონაწილეობა კულტურულ ღონისძიებებში, კონკურსებსა და ფესტივალებში, როგორც მუნიციპალტეტში ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით.მოსალოდნელი შედეგი: გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმილია კულტურის დეპარტამენტის მიერ შეთავაზებული სერვისები და უზრუნველყოფილია დეპარტამენტის ფილიალებისა და მასთან არსებული წრეების გამართული და შეუფერხებელი მუშაობა წლის განმავლობაში
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მუზეუმების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 06
|
225.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
კლასიკური განმარტებით მუზეუმი არის დაწესებულება, რომელიც აგროვებს, დოკუმენტებით ამყარებს, იცავს, გამოფენს და ინტერპრეტაციას უკეთებს მატერიალური კულტურის ნიმუშებს და მათთან დაკავშირებულ ინფორმაციას საზოგადოების მიერ სარგებლობისათვის. დღევანდელი გადასახედიდან მუზეუმები შესაძლებლობას აძლევენ ადამიანებს, შეისწავლონ კოლექციები სტიმულირებაზე დამყარებულ;ი სწავლისა და სიამოვნების მიღების მიზნით. მუზეუმი ხდება ადგილი სადაც უფრო ფართო კულტურული ცხოვრება იმკვიდრებს ადგილს. დემოკრატიზაცია და მისაწვდომობა რეალობა ხდება და ცივილიზაცია ფართოდ არის წარმოდგენილი. მუზეუმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კულტურის განვითარებასა და მისი აკადემიური გემოვნების ჩამოყალიბებაში, ისინი წარმოადგენენ მატერიალური, სულიერი,აგრეთვე საბუნებისმეტყველო ისტორიის მასალათა ძირითად საცავებს და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, ექსპორინება და დაცვა.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მუზეუმის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს: სამუზეუმო ექსპონატების მოძიება, დაცვა, ექსპონირება, სამუზეუმო კოლექციების ოპტიმიზაცია-რესტავრაცია. გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის მუზეუმის მიზანია ამ პროცესში სკოლის მოსწავლეების, ეთნიკური უმცირესობის და სხვა დაინტერესებული პირების ჩართვა.შედეგი: უზრუნველყოფილია გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამართული ფუნქციონირება
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულებების ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 07
|
134.9
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულების საქმიანობის მთავარი ფორმა წრეობრივი მუშაობაა.წრეები ძირითადად მუნიციოალიტეტში არსებული საჯარო სკოლების ბაზაზე ფუნქციონირებს და რაც უფრო მეტ სკოლაში იქნება აღნიშნული წრეები , მით უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება მოსწავლეთა დაახლოებისა, ინტეგრირებული მეცადინეობების დაგეგმვისა და ჩატარებისა, ახალი იდეების გაჩენისა და განხორციელების შესაძლებლობისა.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს 12 წრე, სადაც გაწევრიანებულია 303 მოსწავლე. წრეები გახსნილი გვაქვს რაიონის საჯარო სკოლებისა და ერთი კულტურის სახლის ბაზებზე; აქედან: სახელოვნებო წრე - 3 , ხელმარჯვეთა - სართიჭალის N2 საჯ. სკოლაში; გიტარის შემსწავლელი - სართიჭალის N2 საჯ. სკოლაში;ხალხური საკრავებისა და სიმღერების შემსწავლელი - ნორიოს კულტურის სახლში. სპორტული წრე - ჭადრაკის შემსწავლელი - ახალი სამგორის საჯ. სკოლაში. ეკო-კლუბი - მარტყოფის N2 საჯ.სკოლაში. საგანმანათლებლო-საგნობრივი წრე -7. აქედან: ქართული ენის შემსწავლელი 3 წრე - აქთაკლიის,მუღანლოს და ქესალოს საჯ. სკოლებში; ასევე: მათემატიკის შემსწავლელი და შემოქმედ ბავშვთა და ხელოვნების შემსწავლელი წრეები- გარდაბნის N1 საჯ.სკოლაში; ისტორიის შემსწავლელი წრე - თელეთის საჯ.სკოლაში.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლე-ახალგაზრდობის დაწესებულების საქმიანობის მიზანია:
თავისი მუშაობის პრინციპითა და სპეციფიკით ემსახურება მოსწავლე-ახალგაზრდობის არაფორმალურ განათლებას, რომელიც ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილია. დეპარტამენტში არსებულ წრეებსა და ეკო კლუბში სწავლება მიზნად ისახავს მოსწავლეთა სხვადასხვა უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების განვითარება-ჩამოყალიბებას არაფორმალურ გარემოში, სადაც მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, რაც ქმნის იმის მყარ საფუძველს, რომ ზრდასრულობაში, არაფორმალური განათლებით მიღებული ცოდნა, გამოადგებათ სხვადასხვა და ყველანაირ სიტუაციაში.
შედეგი: გენდერული ასპექტების გათვალისწინებით შექმნილია თანაბარხელმისაწვდომი პირობები მოსწავლე-ახალგაზრდობის არაფორმალურ განათლების მისაღებას
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
მეგობრობის ცენტრის ხელშეწყობა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 02 08
|
180.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ,, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მეგობრობის ცენტრი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების დღესასწაულებთან დაკავშირებული ღონისძიებები.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალ ეთნიკური მოსახლეობისთვის მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
ახალგაზრდობის მხარდაჭერა
|
2023 წლის დაფინანსება
ათას ლარში
|
|
05 03 01
|
107.9
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
გარდაბნის მუნიცპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდული ინიციატივების, ადგილობრივი და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობას, იგი ორიენტირებულია: მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და განვითარებაზე, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე, მოსახლეობის მაქსიმალურ ინკლუზიაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
პროგრამა ასევე მოიცავს ახალგაზრდებისთვის გასართობი, შემეცნებითი, სპორტული ღონისძიებების პოპულარიზების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი აქტივობების მხარდაჭერას. პროგრამის განხორციელებით ახალგაზრდებს საკუთარი უნარების რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.
პროგრამა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით გასამართ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებებზე პირის/პირთა ჯგუფის ტრანსპორტირებას, სპორტულ ოლიმპიადებისთვის მონაწილეთა ფორმების შეძენას და მათ დაჯილდოებას, კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიების მოწყობას, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობას;
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახური გეგმავს და ახორციელებს ღონისძიებებს როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიული სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით, უზრუნველყოფს მის დანერგვასა და პოპულარაზაციას. სამსახური ხელს უწყობს წარმატებულ სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებსა და ახორციელებს მათ დაჯილდოვებას, უზრუნველყოფს მათ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. აუცილებელია ახალგაზრდობის განვითარების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამა ,სადაც გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის სპეციფიკური საჭიროებები, ინტერესები და შესაბამისი მიდგომები რომლებიც ახალგაზრდების მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. სამსახურის მიზანია ახალგაზრდებს მიეცეთ ერთიან სივრცეში ერთობლივი აქტივობებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი ახალგაზრდული პროექტები : „შემოიარე საქართველო“- „საგანძურის ძიება“; ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტი „ეტალონი“; „ახალგაზრდული ფესტივალი“;
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ახალგაზრდობის ჩართულობის ზრდა;
ახალგაზრდებისთვის სოციალურ-საგანმანათლებლო, გასართობ-შემეცნებით, სპორტულ და სხვა ტიპის ღონისძიებების მოწყობა და მათში მონაწილეობის მიღება;
ახალგაზრდებისთვის შეიქმნება შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის. შედეგი: შექმნილია შესაბამისი გარემო ახალგაზრდების უნარების განვითარებისა და რეალიზებისათვის, თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად გამოყენებისთვის; ხელშეწყობილია ახალგაზრდების სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართვა და მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარება.
|
|