„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2023 წლის 1 თებერვალი ქ. ახმეტა |
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება.“.
2. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“.
3. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;“.
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“.
4. 50-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.
5. 101-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერის უფლებამოსილების შეჩერება ან ვადამდე შეწყვეტა ხდება ამავე კოდექსის XVIII თავით დადგენილი წესით.“.
6. 133-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 133. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით (დადგენილებით), საკრებულოს უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეუწყდეს, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა ამ საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობაზე ნაკლები დარჩება, ამასთანავე, საკრებულოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის ჩამოყალიბება შეუძლებელია;
ბ) საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში არ დაამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს;
გ) საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში იგივე საკრებულო განაგრძობს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე.“.
|