„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2023 წლის 30 აგვისტო ქ. ოზურგეთი
|
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება;“.
2. მე-17 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს მიერ შემუშავებული საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენას, ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, ამ რეგლამენტის 57-ე მუხლით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.
3. მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.
4. მე-19 მუხლის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს;
ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებისა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას;“.
5. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301 მუხლის მე-2 პუნქტით, 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით და ამ რეგლამენტის 103-ე მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში.“.
6. 50-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად.“;
ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,61“ პუნქტი:
,,61. მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება. საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ამასთანავე, აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ მას გავლილი აქვს კანონითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.08.2023.
- როდის იქნა მიღებული „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.08.2023. მიმღები ორგანო — ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.113.016502.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.08.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ნოემბრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 30.08.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016502 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.08.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5903821/