ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად და ბათილად ცნობის შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №630
სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.259
გამოქვეყნების წყარო სსმ, 148, 25/12/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.12.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
დოკუმენტის ტექსტი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად და ბათილად ცნობის შესახებ
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 230.010.000.11.117.006.259
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №630
2003 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად და ბათილად ცნობის შესახებ
2004 წლის 1 იანვრიდან საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“
ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
1. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის №511 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციისა და საგანგებო ლეგიონის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
2. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 23 ოქტომბრის №422 ბრძანება „ქ. თბილისის საოლქო საგადასახადო ინსპექციათა თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
3. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 18 იანვრის №36 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქ. რუსთავის საოლქო, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ზონალური, თეთრიწყაროს, დმანისის და წალკის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
4. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №248 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს თელავის საოლქო, გურჯაანის და საგარეჯოს ზონალური, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, სიღნაღის და ყვარლის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
5. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №250 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ახალციხის საოლქო, ბორჯომის და ახალქალაქის ზონალური, ადიგენის, ასპინძის და ნინოწმინდის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
6. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №251 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გორის საოლქო, ხაშურის ზონალური, კასპის და ქარელის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
7. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №252 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
8. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №253 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
9. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 6 აგვისტოს №612 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, ამბროლაურის და ოზურგეთის საოლქო, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის და სენაკის ზონალური, ტყიბულის, წყალტუბოს, ბაღდათის, ვანის, თერჯოლის, საჩხერის, ხარაგაულის, ხონის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ცაგერის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
10. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 19 სექტემბრის №699 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
11. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 27 აპრილის №249 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მცხეთის საოლქო, ახალგორის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის რაიონული საგადასახადო ინსპექციების თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
მუხლი 2🔗
. ბათილად იქნეს ცნობილი:
1. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 15 თებერვლის №81 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს აქციზური საქონლის მონიტორინგის ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
2. საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 15 თებერვლის №82 ბრძანება „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის თანამშრომლების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“.
მუხლი 3🔗.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი