1. საინვესტიციო პროექტის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი 2 საბიუჯეტო წლის გასვლიდან 2 თვის ვადაში, მხარჯავი დაწესებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს შედეგების შეფასების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილავს მიღებულ დოკუმენტაციას და საჭიროებისამებრ გამოითხოვს დამატებით ინფორმაციას.
3. პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროექტის ეფექტურობის შესაფასებლად შესაძლებელია, საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს მიერ მხარჯავ დაწესებულებას განესაზღვროს დამატებითი ვალდებულება, პროექტის ეფექტურობის შეფასების ანგარიშის წარმოსადგენად, მაგრამ არა უგვიანეს პროექტის დასრულებიდან შემდგომი 5 საბიუჯეტო წლის გასვლიდან 2 თვის ვადაში.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საჭიროებისამებრ უფლებამოსილია, შემჯამებელი ანგარიში წარუდგინოს ეკონომიკურ საბჭოს.
5. პროექტების შედეგების შეფასების ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკურ საბჭოს წარედგინება, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ჯგუფი შემაჯამებელი ანგარიშის ფარგლებში გამოავლენს ფაქტორებს, რომლებსაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესრულების ხარისხზე.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად, ეკონომიკურმა საბჭომ შესაძლებელია, იმსჯელოს და მოამზადოს რეკომენდაცია საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის პროცესში ცალკეული რეგულაციების დაზუსტების და/ან ამ პროცესების სისტემური განახლების თაობაზე.
[1] „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება.
[2] საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანებით დამტკიცებული „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის“ შესაბამის