1. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების სტატუსის შესახებ უნდა განხორციელდეს პერიოდული (კვარტალური და წლიური) ანგარიშგება პროექტზე პასუხისმგებელ შესაბამის ორგანოსთან აღნიშნული შესრულების ანგარიშების მიხედვით.
2. პროექტების შესრულების ანგარიშები უნდა მოიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროექტის დასახელება;
ბ) პროექტის დაწყების თარიღი;
გ) პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღი;
დ) შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენებელი;
ე) დაფინანსების წყარო;
ვ) დაგეგმილი ბიუჯეტი და გაწეული ხარჯი;
ზ) განმარტებები პროექტის გადავადების, დაგეგმილზე მეტი ან ნაკლები ხარჯის გაწევის, დაფინანსების და მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხების და აღნიშნულის გათვალისწინებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ ანგარიშგება წარმოებს საბიუჯეტო კოდექსით ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებისათვის განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით და დადგენილ ვადებში და შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებთან ერთად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
4. ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ანგარიშგება წარმოებს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით და დადგენილ ვადებში და შესრულების კვარტალურ და წლიურ ანგარიშებთან ერთად წარედგინება შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოს.
5. ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების შესახებ წლიური ანგარიში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამისად წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში;
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სამუშაო ჯგუფის ფორმატში იხილავს ამ მუხლის პირველი – მე-5 პუნქტების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას და საჭიროებისამებრ უფლებამოსილია შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინოს ეკონომიკურ საბჭოს.
7. პროექტების შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკურ საბჭოს წარედგინება, იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ჯგუფი პროექტის შესრულების დინამიკიდან გამომდინარე, ავლენს პროექტის განხორციელების გრაფიკში მნიშვნელოვან ჩამორჩენას ან ხედავს პროექტის განხორციელებაში სხვა ტიპის მნიშვნელოვან რისკებს, მათ შორის პროექტის განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს და გარემოებებს, რაც შესაძლებელია მომავალში გათვალიწინებული იქნეს სხვა პროექტების შეფასების და შერჩევის პროცესში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის განხილვის შედეგად, ეკონომიკურმა საბჭომ შესაძლებელია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის განხორციელების შემდგომი ეტაპების შესახებ.
პროექტის შედეგების შეფასე