1. პროექტის შეფასების პროცესში, განმახორციელებელი უწყება განსაზღვრავს შესყიდვის ყველაზე მეტად მიზანშეწონილ მეთოდს, რაც მათ შორის შეიძლება მოიცავდეს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს, თუ მას გააჩნია შესყიდვის ამ მიდგომისთვის ხელსაყრელი მახასიათებლები.
2. თუ ეკონომიკური სუბიექტი განიხილავს შესყიდვის ვარიანტს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემთხვევაში, შეფასების ეტაპზე შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ ვარიანტის მიზანშეწონილობის გასარკვევად. ამ მიზნისათვის განმახორციელებელმა უწყებებმა რომლებიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესყიდვის ვარიანტს განიხილავენ, უნდა იხელმძღვანელონ, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან მიმართებაში არსებული კანონმდებლობითა და რეგულაციებით. მათ შორის უნდა შეაფასონ ხარისხის ფასთან ფარდობის (VFM) ანალიზი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ვარიანტის მიზანშეწონილობა, სახელმწიფო (ტრადიციულ) შესყიდვასთან შედარებით.
3. შესყიდვის შესაძლო ვარიანტების განხილვისას წინასწარი ტესტირების დროს სხვა ელემენტებთან ერთად უნდა შემოწმდეს შემდეგი:
ა) ფინანსური, სამშენებლო და ოპერაციული ხარჯების შეფასება შესყიდვების თითოეული ალტერნატიული მეთოდისთვის პროექტის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში;
ბ) პოტენციური კერძო ინვესტორების მხრიდან მომსახურების მიწოდებაზე საკმარისი ინტერესის არსებობა და ბაზარზე არსებული კონკურენციის დონე;
გ) პროექტთან დაკავშირებული რისკების მკაფიო განსაზღვრა, შეფასება და სათანადო ტიპის რისკის გადაცემის შესაძლებლობა კერძო პარტნიორისთვის;
დ) კერძო პარტნიორისთვის სახელშეკრულებო გადახდების ნაწილის დაფარვის შესაძლებლობა საბოლოო მომხმარებლის გადახდილი თანხებიდან;
ე) პროექტის მასშტაბის შეფასება საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტთან დაკავშირებულ ოპერაციულ ხარჯებთან მიმართებაში.
4. თუ შესყიდვების ვარიანტის წინასწარი ტესტის შედეგები მიუთითებს, რომ მიზანშეწონილია საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესყიდვის ვარიანტის განხორციელება, უნდა გაგრძელდეს პროცესი საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი კანონმდებლობი