1. პროექტების წინასწარი შეფასება არის პროექტის სტრატეგიული ამოცანის, ლოგიკური დასაბუთების, ბიუჯეტზე ზემოქმედების და ეკონომიკური ეფექტიანობის (მიზანშეწონილობის) შეფასების პროცესი.

2. პროექტის წინასწარი შეფასების მიზანია ისეთი პროექტების გამორიცხვა, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ან კონკრეტული სექტორის, რეგიონის, ავტონომიური რესპუბლიკის თუ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებს, არ არის ეკონომიკურად ეფექტიანი და/ან საბიუჯეტო შეზღუდვების პირობებში ნაკლებად ეფექტიანია ეკონომიკური თვალსაზრისით.

3. წინასწარი შეფასების ეტაპი უზრუნველყოფს:

ა) პროექტის რაციონალურობის დადგენას ლოჯისტიკის, რისკების და მდგრადობის თვალსაზრისით;

ბ) პროექტის შეუფერებელი ალტერნატივების გამორიცხვას/უარყოფას და პროექტის საბოლოო შერჩევისთვის შესაფერისი ალტერნატივების იდენტიფიცირებას.

4. ახალი პროექტის გამოვლენის შესაძლო მექანიზმებია, მათ შორის:

ა) აქტივების მართვის სისტემების არსებობის შემთხვევაში კონკრეტული სახელმწიფო აქტივების მდგომარეობისა და დარჩენილი სასიცოცხლო ციკლის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და იმ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც უახლოეს მომავალში საჭიროებს გარკვეულ ჩანაცვლებას/ცვლილებას;

ბ) სხვადასხვა დარგობრივი და რეგიონული სტრატეგიული გეგმების საშუალებით გამოიკვეთება სახელმწიფო ინვესტიციების პრიორიტეტული სფეროები, რაც ხელს შეუწყობს პროექტის იდენტიფიცირებას;

გ) ინფრასტრუქტურის ძირითადი დარგებისთვის შემუშავებული გენერალური გეგმების საშუალებით შესაძლებელია კონკრეტული პროექტებისა და მათი პრიორიტეტული თანმიმდევრობის იდენტიფიცირება;

დ) შესაბამისი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა.

5. წინასწარი შეფასების პროცესი გულისხმობს პროექტის სტრატეგიულობის, დასაბუთებულობის, სოციალურ გარემოზე და ბიუჯეტზე გავლენის  შეფასებას.

6. წინასწარი შეფასების ეტაპი საშუალებას იძლევა განხილული იქნეს პრობლემის/საკითხის გადაჭრის ალტერნატიული შესაძლებლობები და საბოლოო შეჯერება მოხდეს რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგან ერთ-ერთია იმის განხილვა რა შედეგი დადგება, იმ შემთხვევაში თუ პროექტი არ განხორციელდება.

7. პროექტის წინასწარი შეფასების პროცესის დაწყება არ არის უშუალო კავშირში საბიუჯეტო ციკლთან და შეიძლება დაიწყოს საბიუჯეტო წლის ნებისმიერ მონაკვეთში. როგორც წესი, აღნიშნული პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის იდენტიფიცირებისთანავე, მასზე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ და უნდა დაეთმოს სათანადო დრო პროექტის და მისი ალტერნატივების გაანალიზებას. პროექტის წინასწარი შეფასების ეტაპი, როგორ წესი უნდა დაიწყოს სულ მცირე ერთი წლით ადრე იმ საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, რომლის ფარგლებშიც მოიაზრება პროექტის განხორციელება, თუმცა პროექტის მასშტაბისა და სირთულის გათვალისწინებით შესაძლებელია გაცილებით უფრო ხანგრძლივი ან შედარებით ხანმოკლე დროის პერიოდი იყოს საჭირ